
იესო ნავეს ძე 2:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიყვანე, ქვეყანაში ჩვენი შემოსვლისას სარკმელზე არ გექნა გამობმული; შენი დედ-მამა, შენი ძმები და მამაშენის მთელი სახლეული შენთან გყავდეს სახლში.
იესო ნავეს ძე 2:18 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 2:18 კონტექსტში
2:16უთხრა მათ ქალმა: მთაში წადით, მდევრებს რომ არ გადააწყდეთ, სამ დღეს იქ დაიმალეთ, ვიდრე მდევრები დაბრუნდებოდნენ. მერე კი თქვენს გზას დაადექით.
2:17უთხრეს კაცებმა: თავისუფალნი ვიქნებით ამ ფიცისგან, რითაც დაგვაფიცე,
2:18თუ ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიყვანე, ქვეყანაში ჩვენი შემოსვლისას სარკმელზე არ გექნა გამობმული; შენი დედ-მამა, შენი ძმები და მამაშენის მთელი სახლეული შენთან გყავდეს სახლში.
2:19თუ მოხდა და, შენი სახლის კარიდან ვინმე გარეთ გავიდა, მისი სისხლი მის თავზე იყოს. ჩვენ ბრალი არ გვექნება. ხოლო ვინც შენთან იქნება სახლში, მისი სისხლი ჩვენს თავზე იყოს, თუ ვინმემ ხელი გამოიღო მათ წინააღმდეგ.
2:20თუ გათქვამ ამ ჩვენს საქმეს, თავისუფალნი ვარ ფიცისაგან, რომლითაც შენ დაგვაფიცე.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 2:18
- იესო ნავეს ძე 6:23წავიდნენ მსტოვარი ბიჭები და გამოიყვანეს რახაბი, მამამისი და დედამისი, მისი ძმები, ყველა, ვინც კი ჰყავდა, გამოიყვანეს მთელი მისი სანათესაო და ისრაელის ბანაკს გარეთ დააყენეს.
- იესო ნავეს ძე 2:21თქვა ქალმა: თქვენის სიტყვისამებრ იყოს. გაისტუმრა და წავიდნენ ისინიც. ხოლო მან სარკმელს გამოაბა მეწამული თოკი.
- იესო ნავეს ძე 2:12ახლა დამიფიცეთ უფალი, რომ როგორც მე გიყავით სიკეთე, ასევე უყოფთ სიკეთეს მამაჩემის სახლს და სარწმუნო ნიშანს მომცემთ.
- იესო ნავეს ძე 2:13დაინდეთ მამაჩემი და დედაჩემი, ჩემი ძმები და დები, და ყველანი, ვინც კი მათ ჰყავთ; გვიხსენით სიკვდილისგან.
- მოციქულთა საქმენი 10:33მაშინვე გამოვგზავნე ხალხი შენთან და კარგი ქენი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რაც უფალს უბრძანებია შენთვის.
- ლევიანი 14:4მოაღებინებს მღვდელი გასაწმიდავებლისთვის ორ ცოცხალ წმიდა ფრინველს, კედარის ხეს, ჭიაფერ ნართს და უსუპს.
- ებრაელთა მიმართ 9:19რადგანაც მოსემ, ყველა მცნება რჯულისამებრ რომ წარმოსთქვა ხალხის წინაშე, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი, წყალთან, მეწამულ მატყლსა და უსუპთან ერთად, და ასხურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხსაც,
- შესაქმე 19:12უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: კიდევ ვინა გყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან,
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 2
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში