
იესო ნავეს ძე 2:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ მოხდა და, შენი სახლის კარიდან ვინმე გარეთ გავიდა, მისი სისხლი მის თავზე იყოს. ჩვენ ბრალი არ გვექნება. ხოლო ვინც შენთან იქნება სახლში, მისი სისხლი ჩვენს თავზე იყოს, თუ ვინმემ ხელი გამოიღო მათ წინააღმდეგ.
იესო ნავეს ძე 2:19 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 2:19 კონტექსტში
2:17უთხრეს კაცებმა: თავისუფალნი ვიქნებით ამ ფიცისგან, რითაც დაგვაფიცე,
2:18თუ ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიყვანე, ქვეყანაში ჩვენი შემოსვლისას სარკმელზე არ გექნა გამობმული; შენი დედ-მამა, შენი ძმები და მამაშენის მთელი სახლეული შენთან გყავდეს სახლში.
2:19თუ მოხდა და, შენი სახლის კარიდან ვინმე გარეთ გავიდა, მისი სისხლი მის თავზე იყოს. ჩვენ ბრალი არ გვექნება. ხოლო ვინც შენთან იქნება სახლში, მისი სისხლი ჩვენს თავზე იყოს, თუ ვინმემ ხელი გამოიღო მათ წინააღმდეგ.
2:20თუ გათქვამ ამ ჩვენს საქმეს, თავისუფალნი ვარ ფიცისაგან, რომლითაც შენ დაგვაფიცე.
2:21თქვა ქალმა: თქვენის სიტყვისამებრ იყოს. გაისტუმრა და წავიდნენ ისინიც. ხოლო მან სარკმელს გამოაბა მეწამული თოკი.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 2:19
- მოციქულთა საქმენი 27:31პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: თუ ისინი ხომალდზე არ დარჩებიან, ვეღარაფერი გიხსნითო.
- მოციქულთა საქმენი 18:6მაგრამ, რაკი ისინი ეურჩებოდნენ და გმობდნენ, თავისი ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და უთხრა მათ: თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან წავალ.
- ეზექიელი 33:4თუ ისმინა მსმენელმა ბუკის ხმა და არ გაფრთხილდა, მოვიდა მახვილი და წაიყვანა იგი, მისი სისხლი მის თავზე იქნება.
- ეზექიელი 33:5ბუკის ხმა მოესმა და არ გაფრთხილდა, მისი სისხლი მასზე იქნება; ვინც გაფრთხილება, თავს გადაირჩენს.
- გამოსვლა 12:13სისხლი გქონდეთ ნიშნად სახლებზე, სადაც ცხოვრობთ; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსრვას დავიწყებ.
- გამოსვლა 12:23ჩამოივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრავად, დაინახავს სისხლს კარისთავზე და ორთავე წირთხლზე და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს, არ შეუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში თქვენს შესამუსრავად.
- ფილიპელთა მიმართ 3:9და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული;
- რიცხვთა 35:26თუკი მკვლელი გასცდება თავშესაფარი ქალაქის საზღვრებს, სადაც გაიქცა,
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 2
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში