გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იესო ნავეს ძე 22:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იესო ნავეს ძე 22:9

გაბრუნდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს ნახევარი შტო ისრაელიანთაგან სილოამიდან, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და წავიდნენ გალაადის ქვეყანაში, თავიანთ წილხვედრილ ქვეყანაში, სადაც უნდა დასახლებულიყვნენ უფლის ბრძანებით, მოსემ რომ ამცნო მათ.

იესო ნავეს ძე 22:9 · საქართველოს საპატრიარქო

იესო ნავეს ძე 22:9 კონტექსტში

22:7მენაშეს შტოს ნახევრისთვის ბაშანში ჰქონდა მოსეს მიცემული სამკვიდრო; მეორე ნახევარს იესომ მისცა მათი ძმების გვერდით, იორდანეს გაღმა, დასავლეთით. ისინიც დალოცა იესომ, როცა თავ-თავიანთ კრვებში ისტუმრებდა მათ.

22:8ასე უთხრა მას: დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენთქვენს კარვებში, დიდძალი პირუტყვით, ოქრო-ვერცხლით, სპილენძით, რკინით, დიდძალი სამოსელით. გაუნაწილეთ მტრისგან აღებული ნადავლი თქვენს ძმებს.

22:9გაბრუნდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს ნახევარი შტო ისრაელიანთაგან სილოამიდან, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და წავიდნენ გალაადის ქვეყანაში, თავიანთ წილხვედრილ ქვეყანაში, სადაც უნდა დასახლებულიყვნენ უფლის ბრძანებით, მოსემ რომ ამცნო მათ.

22:10მიადგნენ იორდანეს სანახებს ქანაანის ქვეყანაში და ააშენეს იქ რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს შტოს ნახევარმა სამსხვერპლო იორდანესთან, დიდი სამსხვერპლო გამოსაჩენად.

22:11გაიგეს ისრაელიანებმა და თქვეს: აჰა, რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს ნახევარმა შტომ ააშენეს სამსხვერპლო ქანაანის ქვეყანაში, იორდანეს სანახებში, ისრაელიანთა მხარეს.

პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 22:9

განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 22

სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში