
იესო ნავეს ძე 22:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განა არ კმაროდა ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვმწმედილვართ და რომ აზარალებს უფლის საზოგადოებას?
იესო ნავეს ძე 22:17 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 22:17 კონტექსტში
22:15მივიდნენ რეუბენიანებთან, გადიანებთან და მენაშეს შტოს ნახევართან გალაადის მხარეში და ასე ელაპარაკნენ მათ:
22:16ასე ამბობს უფლის მთელი საზოგადოება: რატომ უმტყუნეთ ისრაელის ღმერთს, ზურგი რომ შეაქციეთ დღეს უფალს და სამსხვერპლო აიშენეთ უფლის გასაჯავრებლად.
22:17განა არ კმაროდა ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვმწმედილვართ და რომ აზარალებს უფლის საზოგადოებას?
22:18ზურგი შეგიქცევიათ დღეს უფლისათვის, აჯავრებთ დღეს უფალს, რომ ხვალ რისხვა დაატეხოს ისრაელის მთელ საზოგადოებას.
22:19თუ უწმიდური გგონიათ თქვენი კუთვნილი მიწა, გადადით უფლის კუთვნილ მიწაზე, სადაც უფლის სავანე ასვენია; ჩვენ შორის დაისაკუთრეთ სამკვიდრო, ოღონდ უფალს ნუ გააჯავრებთ; ნურც ჩვენც გაგვაჯავრებთ იმით, რომ უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოს გარდა სხვა სამსხვერპლოს იშენებთ.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 22:17
- ფსალმუნები 106:28დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდართა შესაწირავი.
- ფსალმუნები 106:29განარისხეს თავიანთი მოქმედებით და თავს დაატყდათ მომსრველი სენი.
- რიცხვთა 25:1როდესაც შიტიმში ცხოვრობდა ისრაელი, გარყვნილებას ეწეოდა ერი მოაბელ ქალებთან.
- რიცხვთა 25:18რადგან მტრულად მოგექცნენ, როცა გაცდუნეს ფეღორით და ქოზბით, მიდიანელთა თავკაცის ასულით, თავიანთი დით, რომელიც მოიკლა ფეღორის გამო თავსდამტყდარი განადგურების დღეს.
- მეორე სთვლისაება 4:3თქვენი თვალით გაქვთ ნანახი, რა მოიმოქმედა უფალმა ბაალ-ფეღორის გამო, როცა გაწყვიტა შენი წიაღიდან ყოველი კაცი, ვინც აჰყვა ბაალ-ფეღორს.
- მეორე სთვლისაება 4:4თქვენ კი, რომლებიც მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, ყველანი ცოცხლები ხართ დღესდღეობით.
- კორინთელთა მიმართ ა 10:8ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგი მათგანი, და დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი.
- კორინთელთა მიმართ ა 10:11ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 22
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში