
იესო ნავეს ძე 22:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდნენ რეუბენიანებთან, გადიანებთან და მენაშეს შტოს ნახევართან გალაადის მხარეში და ასე ელაპარაკნენ მათ:
იესო ნავეს ძე 22:15 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 22:15 კონტექსტში
22:13გააგზავნეს ისრაელიანებმა რეუბენიანებთან, გადიანებთან და მენაშეს შტოს ნახევართან გალაადის მხარეში ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი.
22:14გააყოლეს ათი თავკაცი, თითო თავკაცი თითო საგვარეულოზე ისრაელის შტოდან; საგვარეულოს თითოეული თავკაცი ისრაელის ათასეულის უფროსი იყო.
22:15მივიდნენ რეუბენიანებთან, გადიანებთან და მენაშეს შტოს ნახევართან გალაადის მხარეში და ასე ელაპარაკნენ მათ:
22:16ასე ამბობს უფლის მთელი საზოგადოება: რატომ უმტყუნეთ ისრაელის ღმერთს, ზურგი რომ შეაქციეთ დღეს უფალს და სამსხვერპლო აიშენეთ უფლის გასაჯავრებლად.
22:17განა არ კმაროდა ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვმწმედილვართ და რომ აზარალებს უფლის საზოგადოებას?
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 22:15
- ეზრა 9:15უფალო, ღმერთო ისრაელისა! შენ სამართლიანი ხარ, რადგან გადარჩენილი ვართ ნატამალი დღესდღეობით. აჰა, შენ წინაშე ვართ ჩვენი ცოდვებითურთ და არ ძალგვიძს შენ წინაშე დგომა ამის გამო.
- ფსალმუნები 78:8და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო-ჰყო უფლის მიმართ თავისი სული.
- იესო ნავეს ძე 22:18ზურგი შეგიქცევიათ დღეს უფლისათვის, აჯავრებთ დღეს უფალს, რომ ხვალ რისხვა დაატეხოს ისრაელის მთელ საზოგადოებას.
- ნეშტთა შორისა ბ 10:19განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა ეს დღემდე.
- ნეშტთა შორისა ბ 25:27მას შემდეგ, რაც ამაციაჰუ უფალს განუდგა, შეითქვნენ მის წინააღმდეგ იერუსალიმში, და მან თავი შეაფარა ლაქიშს. მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს.
- ნეშტთა შორისა ბ 26:18წინ გადაუდგნენ მეფე ყუზიაჰუს და უთხრეს: შენ არ გეკუთვნის ყუზიაჰუ, უფლისათვის კმევა, არამედ მღვდლებს, აარონიანებს, რომელნიც მკმევლებად არიან ნაკურთხნი. გამოდი საწმიდარიდან! რადგან შესცოდე და პატივად არ ჩაგეთვლება უფლისგან, შენი ღმერთისგან.
- რიცხვთა 5:6უთხარი ისრაელიანებს: თუ კაცი ან ქალი ჩაიდენს რაიმე ცოდვას ადამისას, რითაც უღალატებს უფალს და დადანაშაულდება,
- მათეს სახარება 6:14თუ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 22
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში