გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იესო ნავეს ძე 22:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იესო ნავეს ძე 22:32

გაბრუნდნენ ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი, და თავკაცები რეუბენიანთაგან და გადიანთაგან - გალაადის ქვეყნიდან ქანაანის ქვეყნისაკენ, და მოუტანეს ამბავი ისრაელიანებს.

იესო ნავეს ძე 22:32 · საქართველოს საპატრიარქო

იესო ნავეს ძე 22:32 კონტექსტში

22:30გაიგონეს და მოიწონეს ფინხას მღვდელმა, საზოგადოების თავკაცებმა და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, მას რომ ახლდნენ, რეუბენიანთა, გადიანთა და მენაშეანთა ნათქვამი სიტყვები.

22:31უთხრა ფინხას ელეაზარის ძემ, მღვდელმა, რეუბენიანებს, გადიანებს და მენაშეანებს: დღეს გავიგეთ, რომ ჩვენ შორისაა უფალი, რომ არ გიმტყუნებიათ უფლისათვის. თქვენ იხსენით ისრაელი უფლის ხელიდან.

22:32გაბრუნდნენ ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი, და თავკაცები რეუბენიანთაგან და გადიანთაგან - გალაადის ქვეყნიდან ქანაანის ქვეყნისაკენ, და მოუტანეს ამბავი ისრაელიანებს.

22:33მოიწონეს ეს ამბავი ისრაელიანებმა და აკურთხეს ისრაელიანებმა ღმერთი, აღარ უფიქრიათ მათზე გალაშქრება და იმ ქვეყნის გაპარტახება, სადაც რეუბენიანები და გადიანები ცხოვრობდნენ.

22:34უწოდეს რეუბენიანებმა და გადიანებმა ამ სამსხვერპლოს ყედი (მოწმე), რადგან მოწმე არისო იგი ჩვენ შორის, რომ ღმერთია უფალი.

პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 22:32

განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 22

სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში