
იესო ნავეს ძე 22:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიგონეს და მოიწონეს ფინხას მღვდელმა, საზოგადოების თავკაცებმა და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, მას რომ ახლდნენ, რეუბენიანთა, გადიანთა და მენაშეანთა ნათქვამი სიტყვები.
იესო ნავეს ძე 22:30 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 22:30 კონტექსტში
22:28ვიფიქრეთ: როცა ასე გვეტყვიან ჩვენ და ჩვენ შემდგომ თაობას, მივუგებთ: აჰა, უფლის სამსხვერპლო, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ ააშენა არა აღსავლენისათვის და საკლავისთვის, არამედ რათა მოწმე ყოფილიყო იგი ჩვენ და თქვენ შორის.
22:29როგორ ვიზამდით, რომ უფალი გაგვეჯავრებინა და ზურგი შეგვექცია დღეიდან მისთვის, რომ სამსხვერპლო აგვეშენებინა აღსავლენისთვის, ძღვენისათვის და საკლავისთვის გარდა უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოსი, მისი სავანის წინ რომ დგას.
22:30გაიგონეს და მოიწონეს ფინხას მღვდელმა, საზოგადოების თავკაცებმა და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, მას რომ ახლდნენ, რეუბენიანთა, გადიანთა და მენაშეანთა ნათქვამი სიტყვები.
22:31უთხრა ფინხას ელეაზარის ძემ, მღვდელმა, რეუბენიანებს, გადიანებს და მენაშეანებს: დღეს გავიგეთ, რომ ჩვენ შორისაა უფალი, რომ არ გიმტყუნებიათ უფლისათვის. თქვენ იხსენით ისრაელი უფლის ხელიდან.
22:32გაბრუნდნენ ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი, და თავკაცები რეუბენიანთაგან და გადიანთაგან - გალაადის ქვეყნიდან ქანაანის ქვეყნისაკენ, და მოუტანეს ამბავი ისრაელიანებს.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 22:30
- იესო ნავეს ძე 22:33მოიწონეს ეს ამბავი ისრაელიანებმა და აკურთხეს ისრაელიანებმა ღმერთი, აღარ უფიქრიათ მათზე გალაშქრება და იმ ქვეყნის გაპარტახება, სადაც რეუბენიანები და გადიანები ცხოვრობდნენ.
- მოციქულთა საქმენი 11:18ეს რომ მოისმინეს, დამშვიდდნენ, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ეტყობა, ღმერთმა წარმართთაც მისცა სინანული სიცოცხლისთვისო.
- მეფეთა ა 25:32კურთხეულ იყოს შენი გონიერება და კურთხეულ იყავი შენ, რომ არ მიმიშვი სისხლის ღვრამდე და შურისგებამდე.
- მეფეთა ა 25:33მაგრამ ცხოველ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ბოროტება არ გამაკეთებინა შენთვის, რადგან რომ არ აჩქარებულიყავ და არ შემხვედროდი, ძაღლიც არ გადაურჩებოდა ცოცხალი დილამდე ნაბალს.
- იგავესნი 15:1მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს.
- ნეშტთა შორისა ბ 30:4სწორად ჩაითვალა ეს ამბავი მეფისა და მთელი კრებულის თვალში.
- შესაქმე 28:8დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისაკს, ქანაანელი ქალები.
- მსაჯულნი 8:3ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები ყორები და ზეები. მე სად შემეძლო გამეკეთებინა თქვენდენი? მაშინ კი მოუბრუნდათ გული მასზე, როცა ეს სიტყვები უთხრა.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 22
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში