
ფსალმუნი 60:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩემია გალაადი და ჩემია მენაშე, ეფრემი სიმაგრეა ჩემი თავის, იუდა - კანონმდებელია ჩემი.
ფსალმუნი 60:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 60:7 კონტექსტში
60:5რათა გადარჩნენ, ვინც შენ გიყვარს, იხსენი შენი მარჯვენით და გვიპასუხე.
60:6ღმერთმა თქვა თავის წმიდაში: „ვიზეიმებ, დავყოფ შექემს და სუქოთის დაბლობს მივუზომავ“.
60:7ჩემია გალაადი და ჩემია მენაშე, ეფრემი სიმაგრეა ჩემი თავის, იუდა - კანონმდებელია ჩემი.
60:8მოაბი ქვაბია ჩემი განსაბანი, ედომზე ჩემს ფეხსაცმელს გავიშვერ; ჩემ წინაშე, ფილისტიმო, განადგურდები.
60:9ვინ შემიძღვება გამაგრებულ ქალაქში? ვინ შემიყვანს ედომში?
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 60:7
- შესაქმე 49:10არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა.
- მეორე სთვლისაება 33:17პირველნაშობი ხარის ბრწყინვალება აქვს, მარტორქის რქას უგავს რქები, ამით ურქენს ყველა ხალხს ერთიანად ქვეყნის კიდემდე. ესენი არიან ეფრემის ბევრეულნი და მენაშეს ათასეულნი!
- იესო ნავეს ძე 13:31გალაადის ნახევარი, ყაშთაროთი და ედრეი, ყოგისეული სამეფოს ქალაქები ბაშანში მიეცა მენაშეს ძის, მაქირის შთამომავლებს, მაქირიანთა ნახევარს საგვარეულოთა მიხედვით.
- იესო ნავეს ძე 17:1ჰქონდა წილი მენაშეს შტოს, რომელიც იოსების პირმშო იყო. მაქირს, მენაშეს პირმშოს, გალაადის მამას, რადგან იგი მეომარი კაცი იყო, ხვდა გალაადი და
- ნეშტთა შორისა ა 12:19მენაშესგანაც მიემხრნენ დავითს, როდესაც იგი ფილისტიმელებით მიდიოდა საულთან საომრად, მაგრამ არ მიხმარებიან ისინი, რადგან ფილისტიმელთა მთავრები შეითქვნენ და უკან გამოაბრუნეს დავითი: თქვეს, ჩვენდა საზიანოდ თავის ბატონ საულს მიემხრობაო.
- ნეშტთა შორისა ა 12:37იორდანეს გაღმა მხრიდან გამოდიოდნენ: რეუბენიდან, გადიდან და მენაშეს ტომის ნახევრიდან ყველანაირ საბრძოლო საჭურველით - სულ ასოცი ათასი.
- მეფეთა ა 28:2მოკვდა სამუელი, დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა და დამარხეს რამათში, თავის ქალაქში. განდევნა საულმა ქვეყნიდან მუცლითმეზღაპრენი და მჩხიბავნი.
- იესო ნავეს ძე 17:5შეხვდა მენაშეს ათი ნაკვეთი, გალაადისა და ბაშანის მიწების გარდა, იორდანეს გაღმა რომ არის.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 60
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 60 · გახსენი ბიბლიის მკითხველში