
იესო ნავეს ძე 23:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხედავთ, წილად გარგუნეთ ყველა ეს დარჩენილი ხალხი თქვენი შტოების სამკვიდროდ, იორდანედან მოყოლებული, და ყველა ხალხი, რომელიც აღვგავე დიდ ზღვამდე, მზის დასავლამდე.
იესო ნავეს ძე 23:4 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 23:4 კონტექსტში
23:2მოუხმო იესომ მთელ ისრაელს, მის უხუცესებს, მის თავკაცებს, მის მსაჯულებს, მის ზედამხედველებს და უთხრა მათ: მე დავბერდი, ხანში შევედი.
23:3თქვენი თვალით გაქვთ ნანახი ყველაფერი, რაც უფალმა, თქვენმა ღმერთმა დამართა ყველა ამ ხალხს თქვენ წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი იყო, თქვენთვის რომ იბრძოდა.
23:4ხედავთ, წილად გარგუნეთ ყველა ეს დარჩენილი ხალხი თქვენი შტოების სამკვიდროდ, იორდანედან მოყოლებული, და ყველა ხალხი, რომელიც აღვგავე დიდ ზღვამდე, მზის დასავლამდე.
23:5თავად უფალი, თქვენი ღმერთი აყრის მათ თქვენგან და განდევნის, რათა დაიმკვიდროთ მათი ქვეყანა, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს.
23:6მტკიცედ დაიცავით და შეასრულეთ ყველაფერი, რაც მოსეს რჯულის წიგნშია ჩაწერილი, არ გადაუხვიოთ მას არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 23:4
- იესო ნავეს ძე 13:2აი, დარჩენილი მიწები: ფილისტიმელთა და გეშურელთა მხარეები:
- იესო ნავეს ძე 18:10უყარა მათ იესომ წილი სილოამში, უფლის წინაშე, და დაუნაწილა იქ იესომ ქვეყანა ისრაელიანებს ნაკვეთებად.
- იესო ნავეს ძე 13:6მთის ყველა მცხოვრებს ლიბანიდან მისრეფოთ-მაიმამდემ ყველა ციდონელს ავყრი ისრაელიანთაგან; ოღონდ შენ გაუნაწილე ისრაელს სამკვიდრებად, როგორც მე გიბრძანე.
- იესო ნავეს ძე 13:7ახლა გაუყავი ეს ქვეყნები სამკვიდროებად ცხრა შტოს და მენაშეს შტოს ნახევარს.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 23
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში