
იესო ნავეს ძე 13:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა გაუყავი ეს ქვეყნები სამკვიდროებად ცხრა შტოს და მენაშეს შტოს ნახევარს.
იესო ნავეს ძე 13:7 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 13:7 კონტექსტში
13:5გიბლელთა ქვეყანა და მთელი ლიბანი მზის აღმოსავლეთით ბაყალ-გადიდან, ხერმონის მთის ძირები, ხაბათამდე.
13:6მთის ყველა მცხოვრებს ლიბანიდან მისრეფოთ-მაიმამდემ ყველა ციდონელს ავყრი ისრაელიანთაგან; ოღონდ შენ გაუნაწილე ისრაელს სამკვიდრებად, როგორც მე გიბრძანე.
13:7ახლა გაუყავი ეს ქვეყნები სამკვიდროებად ცხრა შტოს და მენაშეს შტოს ნახევარს.
13:8მასთან რეუბენმა და გადმა მიიღეს თავ-თავისი სამკვიდრო, რომელიც მისცა მათ მოსემ იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით; როგორც მისცა მათ მოსემ, უფლის მორჩილმა.
13:9ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე, ქალაქი ხევის შუაწელზე, მედბას მთელი ვაკე დიბონამდე,
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 13:7
- რიცხვთა 33:54დაუნაწილეთ წილისყრით ქვეყანა თქვენს გვარეულობებს: მრავალრიცხოვანს მეტი წილი მიეცით, მცირერიცხოვანს ნაკლები წილი მიეცით. ვისაც სად შეხვდება წილი, იქ დაიმკვიდროს. მამა-პაპის შტოთა მიხედვით დაინაწილეთ.
- ეზექიელი 47:13ასე ამბობს უფალი ღმერთი: აი, საზღვრები, რომელთა თანახმად უნდა დაუნაწილო ქვეყანა ისრაელის თორმეტ შტოს; იოსებს ორი წილი.
- ეზექიელი 47:23რომელ შტოშიც იქნება მდგმურად, იქ მიეცით სამკვიდრო, ამბობს უფალი ღმერთი.
- რიცხვთა 26:53ამათ დაუნაწილებ ქვეყანას სამკვიდროებად სახელთა რიცხვის მიხედვით.
- რიცხვთა 26:56წილისყრის პირობაზე უნდა დაუნაწილდეთ სამკვიდროები, მრავალრიცხოვანთ და მცირერიცხოვანთ.
- ეზექიელი 48:23დანარჩენ შტოებს: აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ბენიამინს - ერთი შტო.
- ეზექიელი 48:29ეს არის ქვეყანა, რომელიც წილისყრით უნდა დაუნაწილოთ სამკვიდროებად ისრაელის შტოებს და ესენია მათი ნაკვეთები, ამბობს უფალი ღმერთი.
- რიცხვთა 32:2მივიდნენ გადიანები და რეუბენიანები და ასე უთხრეს მოსეს, ელეაზარ მღვდელს და საზოგადოების თავკაცებს:
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 13
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში