
იესო ნავეს ძე 24:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშ, უარყავით უცხოთა ღმერთები, თქვენ შორის რომ არიან, და გული მიაბრუნეთ უფლის, ისრაელის ღმერთისკენ.
იესო ნავეს ძე 24:23 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 24:23 კონტექსტში
24:21უთხრა ერმა იესოს: არა, უფალს გვინდა ვემსახუროთ.
24:22უთხრა იესომ ერს: თქვენვე იყავით თქვენი თავის მოწმენი, რომ უფლის სამსახურს ირჩევთ. მიუგეს: მოწმენი ვართ.
24:23მაშ, უარყავით უცხოთა ღმერთები, თქვენ შორის რომ არიან, და გული მიაბრუნეთ უფლის, ისრაელის ღმერთისკენ.
24:24უთხრა ერმა იესოს: უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და ყურს დავუგდებთ მის ხმას.
24:25დადო იესომ აღთქმა ერთან იმ დღეს და მისცა მათ წესი და სამართალი შექემში.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 24:23
- კორინთელთა მიმართ ბ 6:16რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.
- კორინთელთა მიმართ ბ 6:18მე ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.
- იესო ნავეს ძე 24:14მაშ, გეშინოდეთ უფლისა, ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად, უარყავით ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდა თქვენი მამა-პაპა იორდანეს გაღმა და ეგვიპტეში, და ემსახურეთ უფალს.
- მსაჯულნი 10:15უთხრეს ისრაელიანებმა: შევცოდეთ! გვიყავ, რაც გენებოს, ოღონდ დღეს გვიხსენი.
- მსაჯულნი 10:16უარყვეს უცხო ღმერთები და უფლის მსახურებას შეუდგნენ. ვეღარ აიტანა მისმა სულმა ისრაელის ტანჯვა.
- მეფეთა ა 7:3ასე უთხრა სამუელმა მთელ ისრაელის სახლს: თუ მთელი გულით მიისწრაფით უფლისკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ; მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთაგან.
- მეფეთა ა 7:4მოიშორეს ისრაელიანებმა ბაალები და აშთორეთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ.
- შესაქმე 35:2უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც კი მასთან იყო: გაყარეთ უცხო ღმერთები, რომელნიცა გყავთ, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 24
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში