
იესო ნავეს ძე 4:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადავიდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს შტოს ნახევარი ისრაელიანთა თვალწინ საომარი წყობით, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის მოსეს.
იესო ნავეს ძე 4:12 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 4:12 კონტექსტში
4:10უფლის კიდობნის მტვირთველი მღვდლები იორდანეს შუაგულში იდგნენ, ვიდრე ყველაფერი არ შესრულდა, რაც უფალმა უბრძანა იესოს ხალხისათვის სათქმელად, როგორც უანდერძა მოსემ იესოს. ხალხი აჩქარებით გადიოდა გაღმა.
4:11როცა გადავიდა მთელი ხალხი, გადავიდნენ უფლის კიდობანი და მღვდლები ხალხის თვალწინ.
4:12გადავიდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს შტოს ნახევარი ისრაელიანთა თვალწინ საომარი წყობით, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის მოსეს.
4:13ორმოციათასამდე იარაღასხმული კაცი გავიდა გაღმა უფლის წინაშე იერიხონის ველზე საბრძოლველად.
4:14იმ დღეს განადიდა უფალმა იესო მთელი ისრაელის თვალში და სიკვდილამდე ეშინოდათ მისი, როგორც მოსესი ეშინოდათ.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 4:12
- რიცხვთა 32:20უთხრა მათ მოსემ: თუ ასე მოიქცევით, თუ შეიჭურვებით საომრად უფლის წინაშე,
- რიცხვთა 32:32ჩვენ გავალთ დარაზმულნი უფლის წინაშე ქანაანის ქვეყანაში, სამკვიდრო კი იორდანეს გამოღმა გვექნება.
- იესო ნავეს ძე 1:14თქვენი ცოლები, თქვენი ბავშვები და თქვენი საქონელი დარჩეს ქვეყანაში, რომელიც მოგცათ მოსემ იორდანეს გაღმა; თქვენ კი შეჭურვილნი გაუძეღიი თქვენს ძმებს, მეომრებო, და შეეწიეთ მათ,
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 4
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში