
იესო ნავეს ძე 4:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ამოშრობილი ჰქონდა უფალს, თქვენს ღმერთს, იორდანეს წყლები თქვენ წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოხვედით, როგორც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მეწამულ ზღვას, რომელიც ამოაშრო ჩვენ წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოვედით,
იესო ნავეს ძე 4:23 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 4:23 კონტექსტში
4:21ასე უთხრა ისრაელიანებს: როცა შეეკითხებიან ოდესმე თქვენი შთამომავლები თავიანთ მამებს: ეს რა ქვებიაო?
4:22ასწავლეთ თქვენს შვილებს: მშრალზე გადმოლახათქო ისრაელმა ეს იორდანე.
4:23რადგან ამოშრობილი ჰქონდა უფალს, თქვენს ღმერთს, იორდანეს წყლები თქვენ წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოხვედით, როგორც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მეწამულ ზღვას, რომელიც ამოაშრო ჩვენ წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოვედით,
4:24რათა ყველა ხალხმა გაიგოს ამ ქვეყანაზე უფლის მარჯვენის ამბავი, რომ მაგარია იგი, რათა მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 4:23
- გამოსვლა 14:21დააღირა ხელი ზღვას მოსემ და მთელი ღამე მოდენიდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით. ხმელეთად აქცია ზღვა და გაიპო წყალი.
- ესაია 63:12წარმმართველი მოსეს მარჯვენისა თავისი დიდებული მკლავით? გამპობელი წყლებისა მათ წინაშე საუკუნო სახელის შესაქმნელად?
- ესაია 63:14ხეობაში ჩასული ნახირივით დაავანა ისინი უფლის სულმა. ასე მიუძღვებოდი შენს ხალხს შენი დიდებული სახელის შესაქმნელად.
- ესაია 43:16ასე ამბობს უფალი, ზღვაში გზის მიმცემი და ბილიკისა ბობოქარ წყლებში;
- ფსალმუნები 77:16გიხილეს წყლებმა, ღმერთო, გიხილეს წყლებმა - შეშინდნენ, უფსკრულნიც კი შეძრწუნდნენ.
- ფსალმუნები 77:19ზღვაშია შენი გზა და შენი ბილიკი - დიდ მდინარეებში, და შენი კვალი არ არის ცნობილი.
- ნეემია 9:11მათი თვალწინ გააპე ზღვა და შუაგულ ზღვაში ხმელეთზე გაიარეს, მათი მხედრები კი ღურღუმელში ისე ჩაძირე, როგორც ლოდი აბობოქრებულ წყლებში.
- ფსალმუნები 78:13გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა წყლები.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 4
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში