
ფსალმუნი 77:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გიხილეს წყლებმა, ღმერთო, გიხილეს წყლებმა - შეშინდნენ, უფსკრულნიც კი შეძრწუნდნენ.
ფსალმუნი 77:16 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 77:16 კონტექსტში
77:14შენა ხარ ღმერთი, სასწაულის მოქმედი; შენ გამოავლინე ხალხთა შორის ძლიერება შენი.
77:15შენი მკლავით დაიხსენი შენი ერი - ძენი იაკობისა და იოსებისა. სელა.
77:16გიხილეს წყლებმა, ღმერთო, გიხილეს წყლებმა - შეშინდნენ, უფსკრულნიც კი შეძრწუნდნენ.
77:17გადმოღვარეს წყლები ღრუბლებმა, ხმა გამოსცეს ცებმა, შენი ისრებიც მიმოფრენდნენ.
77:18შენი გრგვინვის ხმა ცის თაღზე - გაანათეს ელვებმა სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 77:16
- გამოსვლა 14:21დააღირა ხელი ზღვას მოსემ და მთელი ღამე მოდენიდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით. ხმელეთად აქცია ზღვა და გაიპო წყალი.
- აბაკუმი 3:15შენი ცხენებით ზღვა გაქვს გათელილი, ადიდებული წყლების ზვირთები.
- იესო ნავეს ძე 3:15როგორც კი კიდობნის მტვირთველები მიადგნენ იორდანეს და ფეხი ჩადგეს ნაპირის წყალში (მკათათვეში ნაპირებზე გადმოდის იორდანე),
- იესო ნავეს ძე 3:16დადგა დაღმა მდინარი წყალი და ერთ კედლად აღიმართა კარგა მანძილზე ქალაქ ადამიდან, ცართანის გვერდით რომ არის. უდაბურ ზღვაში, ანუ მარილოვან ზღვაში ჩამდინარი წყალი კი დაიწრიტა და შეწყდა. იერიხონის პირდაპირ გადიოდა იორდანეზე ხალხი.
- ფსალმუნები 114:3ზღვამ დაინახა და გაიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა.
- ფსალმუნები 114:6მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და ბორცვებო, კრავებივით?
- აბაკუმი 3:8ნუთუ მდინარეებს დაატყდა შენი რისხვა, უფალო, ნუთუ მდინარეებს შენი მძვინვარება და ზღვას შენი გულისწყრომა, შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი?
- აბაკუმი 3:10დაგინახეს და შედრკნენ მთები; გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 77
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 77 · გახსენი ბიბლიის მკითხველში