
იესო ნავეს ძე 2:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა დამიფიცეთ უფალი, რომ როგორც მე გიყავით სიკეთე, ასევე უყოფთ სიკეთეს მამაჩემის სახლს და სარწმუნო ნიშანს მომცემთ.
იესო ნავეს ძე 2:12 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 2:12 კონტექსტში
2:10რადგან გვსმენია, როგორ ამოაშრო თქვენს წინამე უფალმა მეწამული ზღვა, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, რა უყავით ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმელო სიხონსა და ყოგს, რომელთაც მუსრი გაავლეთ.
2:11შევიტყვეთ და შეგვიდრკა გული, მხნეობა აღარავის შერჩა თქვენ გამო, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა დედამიწაზე.
2:12ახლა დამიფიცეთ უფალი, რომ როგორც მე გიყავით სიკეთე, ასევე უყოფთ სიკეთეს მამაჩემის სახლს და სარწმუნო ნიშანს მომცემთ.
2:13დაინდეთ მამაჩემი და დედაჩემი, ჩემი ძმები და დები, და ყველანი, ვინც კი მათ ჰყავთ; გვიხსენით სიკვდილისგან.
2:14უთხრეს კაცებმა: თავს დავდებთ შენთვის, თუ არ გააცხადებ ამ ჩვენს ამბავს. და როცა უფალი მოგვცემს ამ ქვეყანას, ჩვენც სიყვარულსა და ერთგულებას დაგიმტკიცებთ.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 2:12
- იესო ნავეს ძე 2:18თუ ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიყვანე, ქვეყანაში ჩვენი შემოსვლისას სარკმელზე არ გექნა გამობმული; შენი დედ-მამა, შენი ძმები და მამაშენის მთელი სახლეული შენთან გყავდეს სახლში.
- იაკობის ეპისტოლე 2:13რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია.
- ეზექიელი 9:4უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო.
- ეზექიელი 9:6მოხუცი და ჭაბუკი, ქალწული, ბავშვები და ქალები სრულიად ამოხოცეთ; ვისაც ნიშანი ადევს, ხელი არ ახლოთ. ჩემი საწმიდარიდან დაიწყეთ. მათაც დაიწყეს ტაძრის წინ მყოფი უხუცესებიდან.
- შესაქმე 24:3გაფიცებ უფალს, ღმერთს ცისას და ღმერთს მიწისას. არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ;
- ესთერი 8:6რადგან, როგორ ვუყურო უბედურებას, რაც ჩემს ერს უნდა შეემთხვას, როგორ ვუყურო ჩემი მშობლიური ხალხის განადგურებას?
- რომაელთა მიმართ 1:31უგულისხმონი, უნდონი, უყვარულნი, ულმობელნი და უწყალონი,
- იესო ნავეს ძე 9:18არ გაჟლიტეს ისინი ისრაელიანებმა, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი ჰყავდათ მათთვის დაფიცებული საზოგადოების თავკაცებს. აუმხედრდა თავკაცებს მთელი საზოგადოება.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 2
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში