
მსაჯულნი 10:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ციდონელები, ყამალეკი და მაყონი, გავიწროებდნენ და როცა კი შემოგიღაღადებიათ ჩემთვის, ხომ მიხსნიხართ მათი ხელიდან?
მსაჯულნი 10:12 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 10:12 კონტექსტში
10:10შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და უთხრეს: შეგცოდეთ, რადგან დავივიწყეთ ჩვენი ღმერთი და ვემსახურებოდით ბაალებს.
10:11უთხრა უფალმა ისრაელიანებს: ხომ მიხსნიხართ ეგვიპტისგან, ამორეველთაგან, ყამონიანთაგან და ფილისტიმელთაგან;
10:12ციდონელები, ყამალეკი და მაყონი, გავიწროებდნენ და როცა კი შემოგიღაღადებიათ ჩემთვის, ხომ მიხსნიხართ მათი ხელიდან?
10:13თქვენ კი დამივიწყეთ და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს, ამიტომაც აღარ გიხსნით.
10:14წადით და შეჰღაღადეთ თქვენ მიერ არჩეულ ღმერთებს. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 10:12
- მსაჯულნი 6:3როგორც კი მოამთავრებდა ისრაელი ხვნა-თესვას, მოვიდოდნენ მიდიანი, ყამალეკი, კედემიანები და მოედებოდნენ ისრაელს.
- ფსალმუნები 106:42ავიწროებდნენ მათ მტრები და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით.
- ფსალმუნები 106:43მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით და მდაბლდებოდნენ ბრალით.
- მსაჯულნი 5:19მოვიდნენ მეფენი, შეიბნენ; მაშინ შეიბნენ ქანაანის მეფენი თაყანახში, მეგიდოს წყლებთან, მაგრამ მცირედი ვერცხლიც ვერ მოიალაფეს.
- მსაჯულნი 5:31ყველა მტერი ასე დაგელიოს, უფალო! მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით გაძლიერდნენ! და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი.
- ნეშტთა შორისა ბ 26:6გადიოდა და ებრძოდა ფილისტიმელებს. დაანგრია გათის, იაბნესა და აშდოდის კედლები. ქალაქები გააშენა აშდოდში და ფილისტიმელებში.
- ნეშტთა შორისა ბ 26:7ღმერთი შეეწეოდა ფილისტიმელების, არაბების, გურ-ბაყალის მცხოვრებთა და მეყუნელთა წინააღმდეგ.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 10
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში