
მსაჯულნი 10:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვენ კი დამივიწყეთ და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს, ამიტომაც აღარ გიხსნით.
მსაჯულნი 10:13 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 10:13 კონტექსტში
10:11უთხრა უფალმა ისრაელიანებს: ხომ მიხსნიხართ ეგვიპტისგან, ამორეველთაგან, ყამონიანთაგან და ფილისტიმელთაგან;
10:12ციდონელები, ყამალეკი და მაყონი, გავიწროებდნენ და როცა კი შემოგიღაღადებიათ ჩემთვის, ხომ მიხსნიხართ მათი ხელიდან?
10:13თქვენ კი დამივიწყეთ და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს, ამიტომაც აღარ გიხსნით.
10:14წადით და შეჰღაღადეთ თქვენ მიერ არჩეულ ღმერთებს. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში.
10:15უთხრეს ისრაელიანებმა: შევცოდეთ! გვიყავ, რაც გენებოს, ოღონდ დღეს გვიხსენი.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 10:13
- იერემია 2:13რადგან ორი დანაშაული ჩაიდინა ჩემმა ერმა: მიმატოვეს მე, ცოცხალი წყაროსთვალი და ამოკვეთეს თავისთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.
- მსაჯულნი 2:12დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, მიიქცნენ უცხო ღმერთებისკენ, მეზობელ ხალხთა ღმერთებისაკენ და თაყვანს სცემდნენ მათ.
- ნეშტთა შორისა ა 28:9ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი წრფელი გულითა და ხალისიანი სულით. ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ, იპოვი კიდეც. თუ შენ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.
- მეორე სთვლისაება 32:15გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკვას. გასუქდი, გათქვირდი, ჩამრგვალდი. დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი და არად ჩააგდო თავისი გადარჩენის ბურჯი.
- იონა 2:8ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას!
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 10
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში