
მსაჯულნი 16:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სამსონმა უთხრა: ახალთახალი, უხმარი თოკებით რომ შემკრან, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.
მსაჯულნი 16:11 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 16:11 კონტექსტში
16:9ოთახში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. უთხრა სამსონს დალილამ: სამსონ, ფილისტიმელები მოდიან შენზე! ისე დაწყვიტა სამსონმა ლარები, როგორც ძენძის ძაფი წყდება ხოლმე, ცეცხლი რომ დაყნოსავს. ვერ ამოიცნეს მისი ძალა.
16:10უთხრა სამსონს დალილამ: აჰა, ხომ მომატყუე და გამაბრიყვე. ახლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?
16:11სამსონმა უთხრა: ახალთახალი, უხმარი თოკებით რომ შემკრან, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.
16:12აიღო დალილამ ახალთახალი თოკები, შეკრა იგი და უთხრა: სამსონ, ფილისტიმელები მოდიან შენზე! ოთახში კი ხალხი იყო ჩასაფრებული. ძაფებივით შემოიწყვიტა მკლავებზე.
16:13უთხრა სამსონს დალილამ: აქამდე მატყუე და მაბრიყვე. მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა? მან მიუგო: თუ ჩემი თმის შვიდ კოწოლს საძახველში ჩაგრეხ.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 16:11
- მსაჯულნი 15:13უთხრეს: არა, მხოლოდ შეგიპყრობთ და ხელთ მიგცემთ ფილისტიმელებს. მოკვლით არ მოგკლავთო. ორი ახალი თოკით გაკოჭეს და წაიყვანეს ეხიდან.
- ეფესელთა მიმართ 4:25მაშ, განიშორეთ სიცრუე და თითოეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ.
- იგავესნი 13:3პირმარხული კაცი თავს გადაირჩენს, ბაგემორღვეულს კი დაღუპვა მოელის.
- იგავესნი 29:25ხალხის მოშიშარს ხაფანგი უგია, უფლის მოიმედე კი დაცული იქნება.
- იგავესნი 13:5მართალს ფუჭი სიტყვა ეჯავრება, ბოროტეული კი უნამუსოდ იქცევა და თავს ირცხვენს.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 16
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში