
მსაჯულნი 19:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყოველი, ამის მნახველი, ამბობდა: მსგავსი არაფერი მომხდარა და არაფერი ნახულა ისრაელში იმ დღიდან მოკიდებული, რაც ისრაელიანები ეგვიპტიდან გამოვიდნენ, დღევანდელ დღემდეო. ჩაუკვირდით, ითათბირეთ და თქვით.
მსაჯულნი 19:30 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 19:30 კონტექსტში
19:28უთხრა: ადექი, წავიდეთო. მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. გადაჰკიდა სახედარს, ადგა და შინ წავიდა.
19:29შინ რომ მივიდა, აიღო თავისი ხარჭა, თორმეტ ნაწილად, ასო-ასო დაჭრა და დაგზავნა ისრაელის ყველა კუთხეში.
19:30ყოველი, ამის მნახველი, ამბობდა: მსგავსი არაფერი მომხდარა და არაფერი ნახულა ისრაელში იმ დღიდან მოკიდებული, რაც ისრაელიანები ეგვიპტიდან გამოვიდნენ, დღევანდელ დღემდეო. ჩაუკვირდით, ითათბირეთ და თქვით.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 19:30
- მსაჯულნი 20:7აჰა, ყველამ, მთელმა ისრაელობამ, განიხილოს და აქვე გადაწყვიტოს ეს საქმე.
- იგავესნი 13:10მხოლოდ ამპარტავნობა წარმოშობს შუღლს, მოთათბირეებთან კი სიბრძნეა.
- იგავესნი 24:6თავგზიანად წარმართე ბრძოლა და შველა მრავალი მრჩევლის წყალობით გექნება.
- ოსეა 9:9ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში; მაგრამ ის გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს.
- იგავესნი 15:22თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალი მრჩევლის შემწეობით კი ხორციელდება.
- იგავესნი 20:18გეგმები ბჭობაში მტკიცდება; გონივრულად გაემზადე საომრად.
- იგავესნი 11:14თავგზიანობის უქონლობისას ეცემა ხალხი, რიცხვმრავალ მრჩევლებში კი გადარჩება.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 19
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში