
მსაჯულნი 19:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დასხდნენ ერთად ორივენი, ჭამეს და სვეს. უთხრა კაცს ყმაწვილი ქალის მამამ: დარჩი ამაღამ და მოილხინოს შენმა გულმა.
მსაჯულნი 19:6 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 19:6 კონტექსტში
19:4არ გაუშვა იგი სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ, და დარჩა იქ კაცი სამი დღე. ჭამდნენ, სვამდნენ და იქვე ათევდნენ ღამეს.
19:5მეოთხე დღეს დილაადრიანად ადგნენ. ადგა კაციც შინ წასასვლელად. უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ თავის სიძეს: ჯერ პური გატეხე, დანაყრდი და მერე წადი.
19:6დასხდნენ ერთად ორივენი, ჭამეს და სვეს. უთხრა კაცს ყმაწვილი ქალის მამამ: დარჩი ამაღამ და მოილხინოს შენმა გულმა.
19:7ადგა წასასვლელად, მაგრამ არ მოეშვა სიმამრი და იმ ღამითაც დარჩა კაცი.
19:8მეხუთე დღეს დილაადრიან ადგა წასასვლელად. უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ: ჯერ დანაყრდით, შეიცადეთ, ვიდრე დღე გადაიხრებოდეს. ჭამეს ორთავემ და სვეს.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 19:6
- მსაჯულნი 19:9ადგა კაცი, რომ შინ წასულიყო თავის ხარჭასთან და მსახურ ბიჭთან ერთად. უთხრა სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ: აჰა, დღე საღამოსკენ გადაიხარა, ამაღამაც დარჩით, დამდეთ ხათრი. დღე სადაცაა მიილევა. ეს ღამეც აქ გაითიე და მოილხინოს შენმა გულმა. დილით ადრიანად გაუდგებით გზას და მიხვალთ შინ.
- მსაჯულნი 16:25როცა გუნებაზე მოვიდნენ, თქვეს: მოიყვანეთ სამსონი, რომ გაგვამხიარულოს. მოიყვანეს სამსონი სატუსაღოდან და ართობდა მათ. სვეტებს შორის ჰყავდათ დაყენებული.
- რუთი 3:7ჭამა და სვა ბოყაზმა, გახალისდა და წავიდა ზვინებთან დასაწოლად. უჩუმრად მივიდა რუთი, გადაუწია ფეხებთან წამოსასხამი და მიუწვა.
- ესთერი 1:10მეშვიდე დღეს, როცა ღვინომ გაამხიარულა მეფის გული, უბრძანა მეჰუმანს, ბიზეთას, ჰარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარს და ქარქასს - შვიდ საჭურისს, მეფე ახაშვეროშის წინაშე მომსახურეთ,
- მსაჯულნი 9:27გავიდნენ სანახებში, ყურძენი დაკრიფეს, დაწურეს და დღეობები გამართეს, დადიოდნენ თავიანთი ღმერთის სახლში, ჭამდნენ და სვამდნენ და წყევლიდნენ აბიმელექს.
- ფსალმუნები 104:15და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.
- ლუკას სახარება 12:19და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვებული და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.
- გამოცხადება 11:13იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცი ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 19
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში