
მსაჯულნი 9:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიქცა იოთამი, თავს უშველა, ჩავიდა ბეერში და იქ დასახლდა აბიმელექისაგან, თავისი ძმისაგან გახიზნული.
მსაჯულნი 9:21 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 9:21 კონტექსტში
9:19თუ სწორად და პატიოსნად მოექეცით დღეს იერუბაალსა და მის სახლს, კურთხევა იყოს თქვენზე, გაიხარეთ აბიმელექით და მანაც გაიხაროს თქვენით.
9:20არადა, ცეცხლი ამოვარდეს აბიმელექისაგან და შთანთქას შექემელები და მილოს სახლი: ცეცხლი ამოვარდეს შექემელებისაგან და მილოს სახლისგან და შთანთქას აბიმელექი!
9:21გაიქცა იოთამი, თავს უშველა, ჩავიდა ბეერში და იქ დასახლდა აბიმელექისაგან, თავისი ძმისაგან გახიზნული.
9:22სამი წელი იმეფა აბიმელექმა ისრაელზე.
9:23შუღლი ჩამოაგდო ღმერთმა აბიმელექსა და შექემელებს შორის და აღარ მორჩილებდნენ შექემელები აბიმელექს,
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 9:21
- რიცხვთა 21:16იქიდან ბეერში. ეს ის ბეერია (ჭა), რომელზეც უთხრა უფალმა მოსეს: შეკრიბე ხალხი და მე მივცემ მათ წყალს.
- მეფეთა ბ 20:14მან კი ისრაელის ყველა შტო გაიარა აბელამდე და ბეთ-მაყაქამდე. შეიკრიბნენ ბერიელები და გაჰყვნენ მას.
- იესო ნავეს ძე 19:8და ყველა დაბა, რაც კი ამ ქალაქების ირგვლივ არის, ბაყალათ-ბეერამდე, სამხრეთ რამამდე. ეს არის სიმონიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 9
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში