
მსაჯულნი 9:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შუღლი ჩამოაგდო ღმერთმა აბიმელექსა და შექემელებს შორის და აღარ მორჩილებდნენ შექემელები აბიმელექს,
მსაჯულნი 9:23 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 9:23 კონტექსტში
9:21გაიქცა იოთამი, თავს უშველა, ჩავიდა ბეერში და იქ დასახლდა აბიმელექისაგან, თავისი ძმისაგან გახიზნული.
9:22სამი წელი იმეფა აბიმელექმა ისრაელზე.
9:23შუღლი ჩამოაგდო ღმერთმა აბიმელექსა და შექემელებს შორის და აღარ მორჩილებდნენ შექემელები აბიმელექს,
9:24რათა სამაგიერო მიზღოდათ იერუბაალის სამოცდაათი ძის გამო, მოჰკითხოდა მათი სისხლი აბიმელექსაც, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი, და შექემელებსაც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მისი ძმების დახოცვაში.
9:25მთების თხემებზე ჩაუსაფრეს მას შექემელებმა კაცები, რომლებიც ყველას ძარცვავდნენ, ვინც კი მათ სიახლოვეს გზად გაივლიდა. მოხსენდა ეს ამბავი აბიმელექს.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 9:23
- ესაია 33:1ვაი შენ, დამარბეველო, თავად დაურბეველო, გამცემო და თავად გაუცემელო! როცა მოათავებ რხევას, შენც დაირბევი; როცა შეწყვეტ გამცემლობას, შენ გაგცემენ!
- ესაია 19:14რეტი დაასხა მათ უფალმა და აატორტმანეს ეგვიპტე ყველა საქმეში, როგორც რწყევისას ტორტმანებს მთვრალი. -
- ესაია 19:2ავამხედრებ ეგვიპტელს ეგვიპტელზე: ძმა ძმას დაუწყებს ბრძოლას, მოყვასი მოყვასს, ქალაქი ქალაქს, სამეფო სამეფოს.
- მეფეთა ა 18:9ამ დღის შემდეგ იყო, რომ ალმაცერად უყურებდა საული დავითს.
- მეფეთა ა 18:10მეორე დღეს შეიპყრო საული ღვთის ბოროტმა სულმა და გაშმაგდა იგი სახლში. დავითი ქნარზე უკრავდა ჩვეულებისამებრ, საულს კი შუბი ეჭირა ხელში.
- ნეშტთა შორისა ბ 18:19თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს აქაბს, ისრაელის მეფეს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთს? ერთი ერთს ამბობდა, მეორე - სხვას.
- ნეშტთა შორისა ბ 18:22აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა უფალმა ამ შენ წინასწრმეტყველებს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.
- მსაჯულნი 9:20არადა, ცეცხლი ამოვარდეს აბიმელექისაგან და შთანთქას შექემელები და მილოს სახლი: ცეცხლი ამოვარდეს შექემელებისაგან და მილოს სახლისგან და შთანთქას აბიმელექი!
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 9
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში