
გლოვა იერემიასი 3:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოზიდა მშვილდი და ისართა სამიზნედ დამსვა;
გლოვა იერემიასი 3:12 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 3:12 კონტექსტში
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 3:12
- ფსალმუნები 38:2რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე.
- იობი 7:20თუ შევცოდე, შენ რა დაგიშავე, ადამის მოდგმის მცველო? რისთვის დამისვი შენს სამიზნედ, რისთვის შევიქენი ტვირთად ჩემივე თავისთვის?
- ფსალმუნები 7:12მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.
- ფსალმუნები 7:13მომაკვდინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ.
- გლოვა იერემიასი 2:4როგორც მტერმა, მოზიდა მშვილდი, აღმართა მარჯვენა დუშმანივით და მოკლა მისი თვალის სიხარული; ცეცხლივით დაანთხია თავისი რისხვა სიონის ასულის კარავში.
- იობი 6:4რადგან ჩარჭობილი მაქვს ყოვლადძლიერის ისრები და შხამს წოვს ჩემი სული. ღვთის საშინელებებმა შემომიტიეს.
- იობი 16:12უზრუნველად ვიყავი და დამლეწა, კისერში ჩამავლო ხელი და გამაცამტვერა, თავის სამიზნედ დამსვა.
- იობი 16:13გარს შემომეხვივნენ მისი მშვილდოსნები; გამიგლიჯა გულღვიძლი, არ შემიბრალა, მიწაზე დამინთხია ნაღველი.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 3
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში