
იობი 16:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უზრუნველად ვიყავი და დამლეწა, კისერში ჩამავლო ხელი და გამაცამტვერა, თავის სამიზნედ დამსვა.
იობი 16:12 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 16:12 კონტექსტში
16:10პირი აქვთ დაღირებული ჩემზე, მაგინებენ და სახეში მცემენ, ხროვად შეთქმულან ჩემ წინააღმდეგ.
16:11უკეთურს შემატოვა ღმერთმა და ჩამაგდო ბოროტეულთა ხელში.
16:12უზრუნველად ვიყავი და დამლეწა, კისერში ჩამავლო ხელი და გამაცამტვერა, თავის სამიზნედ დამსვა.
16:13გარს შემომეხვივნენ მისი მშვილდოსნები; გამიგლიჯა გულღვიძლი, არ შემიბრალა, მიწაზე დამინთხია ნაღველი.
16:14გამანგრია და მანგრევს და მანგრევს, მეომარივით გამორბის ჩემკენ.
პარალელური ადგილები: იობი 16:12
- გლოვა იერემიასი 3:11გზებს გადამაგდინა და გამწეწა, ცარიელი დამტოვა;
- გლოვა იერემიასი 3:12მოზიდა მშვილდი და ისართა სამიზნედ დამსვა;
- იობი 7:20თუ შევცოდე, შენ რა დაგიშავე, ადამის მოდგმის მცველო? რისთვის დამისვი შენს სამიზნედ, რისთვის შევიქენი ტვირთად ჩემივე თავისთვის?
- ფსალმუნები 44:19როცა შენ შეგვმუსრე ტურების ადგილას და გადაგვაფარე სირცხვილის ჩრდილი.
- გლოვა იერემიასი 3:4გამიცვითა მან ხორცი და კანი, შემიმუსრა ძვლები;
- იობი 15:26ეჭრებოდა მას ქედმაღლურად თავისი ფარების სქელი ზურგებით
- იობი 29:3როცა მისი ლამპარი მინათებდა თავზე და მის შუქზე დავდიოდი ბნელში!
- იობი 4:10ლომის ღრიალი მიწყდება და მხეცის კბილები შეიმუსრება;
განაგრძე კითხვა: იობი 16
სრულად წაიკითხე: იობი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში