
გლოვა იერემიასი 5:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიხსენე, უფალო, რაც დაგვემართა; მოგვხედე და დაინახე ჩვენი შეგინება.
გლოვა იერემიასი 5:1 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 5:1 კონტექსტში
5:1გაიხსენე, უფალო, რაც დაგვემართა; მოგვხედე და დაინახე ჩვენი შეგინება.
5:2ჩვენი სამკვიდრო უცხომ დაიმკვიდრა, ჩვენი სახლები - გადამთიელმა.
5:3ობლები გავხდით: მამა არა გვყავს, დაქვრივდნენ ჩვენი დედები;
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 5:1
- ფსალმუნები 44:13მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად - ჩვენს ირგვლივ მყოფთ.
- ფსალმუნები 44:16შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლის პირისაგან.
- ფსალმუნები 89:50გაიხსენე, უფალო, დამცირება შენს მორჩილთა, უბით რომ ვატარებ ყველა ძლიერი ხალხისაგან.
- ფსალმუნები 89:51როგორ ლანძღავენ შენი მტრები, უფალო, როგორ ლანძღავენ შენი ცხებულის კვალს.
- გლოვა იერემიასი 3:61შენ გაიგონე მათი გინება, უფალო, მათი ზრახვები ჩემ წინააღმდეგ!
- ნეემია 4:4ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან განკიცხულნი შევიქმენით, მათი შეურაცხყოფა მათვე დაათიე და საძარცვად მიეცი ისინი თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში.
- ფსალმუნები 74:10ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი სახელი?
- ფსალმუნები 74:11რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან და მოსპე.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 5
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში