
გლოვა იერემიასი 5:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ობლები გავხდით: მამა არა გვყავს, დაქვრივდნენ ჩვენი დედები;
გლოვა იერემიასი 5:3 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 5:3 კონტექსტში
5:1გაიხსენე, უფალო, რაც დაგვემართა; მოგვხედე და დაინახე ჩვენი შეგინება.
5:2ჩვენი სამკვიდრო უცხომ დაიმკვიდრა, ჩვენი სახლები - გადამთიელმა.
5:3ობლები გავხდით: მამა არა გვყავს, დაქვრივდნენ ჩვენი დედები;
5:4ჩვენსავე წყალს ვერცხლის ფასად ვსვამთ, შეშას ვყიდულობთ;
5:5კისრით მიგვათრევენ, ქანცი გაგვიწყდა, არა გვაქვს მოსვენება;
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 5:3
- იერემია 18:21ამიტომ შიმშილს გააწყვეტინე მათი შვილები, მახვილზე წამოაგე, რათა შვილმკვდარნი შეიქნენ და დაქვრივდნენ მათი ცოლები; სიკვდილმა გაწყვიტოს მათი კაცები, მახვილმა მოსრას მათი ჭაბუკები ომში.
- გამოსვლა 22:24რისხვით ავინთები და მახვილით მოგსრავთ; ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ.
- იერემია 15:8ზღვის ქვიშასავით გამიმრავლდნენ მისი ქვრივები; მივუსიე ჭაბუკის დედას შუადღის ამაოხრებელი, უეცრად დავატეხე მათ შიში და ზარი.
- ოსეა 14:3ვეღარ გვიხსნის-თქო აშური, ცხენებზე აღარ ავმხედრდებით და ჩვენს ღმერთებად აღარ შევრაცხავთ-თქო ჩვენსავე ნახელავს, რადგან მხოლოდ შენში ჰპოვებს შებრალებას ობოლი.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 5
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში