
ფსალმუნი 44:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლის პირისაგან.
ფსალმუნი 44:16 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 44:16 კონტექსტში
44:14იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის გასაქნევ-გამოსაქნევად ერებს შორის.
44:15ყოველდღე ჩემი აუგი ჩემ წინაშეა და სირცხვილი მიფარავს სახეს
44:16შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლის პირისაგან.
44:17ყოველივე ეს გვეწია ჩვენ, და მაინც არ დაგივიწყეთ შენ, არ გაგვიმრუდებია შენი აღთქმა.
44:18არ უკუქცეულან ჩვენი გულები და არც ჩვენს ტერფებს გადაუხვევიათ შენი გზიდან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 44:16
- ფსალმუნები 8:2ჩვილთა და ძუძუმწოვართა ბაგეებიდან გამართე ხოტბა, რათა დაგედუმებინა შენი მტერი და შურისმგებელი.
- ფსალმუნები 74:22აღდეგ, უფალო, ედავე შენს მოდავეებს, გაიხსენე შენი ლანძღვა არამზადებისაგან ყოველდღე.
- ფსალმუნები 74:23ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას; შენს მოწინააღმდეგეთა ხმაური ამოდის მუდამ.
- ფსალმუნები 74:18გაიხსენე ეს: მტერი აგინებს უფალს და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს.
- ფსალმუნები 74:10ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი სახელი?
- ესაია 37:17ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე; თვალი გაახილე, უფალო, და დაინახე; გაიგონე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღვთის საგინებლად რომ შემოთვალა.
- ფსალმუნები 79:12დაუბრუნე ჩვენს მეზობლებს შვიდმაგად მათ წიაღში ის დამცირება, შენ რომ გამცირებდნენ, უფალო.
- ესაია 37:3უთხრეს: ასე ამბობს ხიზკიაჰუ: გაჭირვების, სასჯელის და შერცხვენის დღე არის ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ღონე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 44
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 44 · გახსენი ბიბლიის მკითხველში