გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ლევიანი 10:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლევიანი 10:16

ცოდვის გამოსასყიდი თხაც მოითხოვა მოსემ და, აჰა, დაიწვა იგი. განრისხდა მოსე ელეაზარზე და ითამარზე, აარონის გადარჩენილ შვილებზე, და თქვა:

ლევიანი 10:16 · საქართველოს საპატრიარქო

ლევიანი 10:16 კონტექსტში

10:14შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი ჭამეთ განწმედილ ადგილზე შენც და შენმა შვილებმაც, რადგან ეს არის შენი და შენი შვილების კერძი, რომელიც ისრაელიანთაგან შეწირული სამადლობელი მსხვერპლიდან მოგეცათ.

10:15აღსამართავი ბეჭი და შესარხეველი მკერდი საცეცხლო ქონთან ერთად უნდა მიიტანონ, რათა შეარხიონ უფლის წინაშე შესარხეველ მსხვერპლად. ეს იყოს შენთვის და შენი შვილებისთვის სამარადისო არჩივად, როგორც ნაბრძანები აქვს უფალს.

10:16ცოდვის გამოსასყიდი თხაც მოითხოვა მოსემ და, აჰა, დაიწვა იგი. განრისხდა მოსე ელეაზარზე და ითამარზე, აარონის გადარჩენილ შვილებზე, და თქვა:

10:17რატომ არ შეჭამეთ ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი წმიდა ადგილზე? ეს ხომ წმიდათა წმიდაა და იმისთვის მოგეცათ, რომ გეტვირთათ საზოგადოების შეცოდება და მისთვის შენდობა გამოგეთხოვათ უფლის წინაშე?

10:18აჰა, არ ყოფილა შეტანილი მისი სისხლი საკურთხევლის შიგნით. თქვენ უნდა გეჭამათ იგი საკურთხეველში, როგორც მე ვბრძანე.

პარალელური ადგილები: ლევიანი 10:16

განაგრძე კითხვა: ლევიანი 10

სრულად წაიკითხე: ლევიანი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში