
ლევიანი 10:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოუხმო მოსემ მიბაელს და ელცაფანს, აარონის ბიძის, ყუზიელის შვილებს, და უთხრა: მიდით და საწმიდრიდან ბანაკის გარეთ გაიტანეთ თქვენი სახლიკაცები.
ლევიანი 10:4 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 10:4 კონტექსტში
10:2გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი; დაიხოცნენ უფლის წინაშე.
10:3უთხრა მოსემ აარონს: ეს არის, რასაც ამბობდა უფალი: ჩემს ახლობლებში განვიწმიდები და მთელი ერის წინაშე განვიდიდები. დადუმდა აარონი.
10:4მოუხმო მოსემ მიბაელს და ელცაფანს, აარონის ბიძის, ყუზიელის შვილებს, და უთხრა: მიდით და საწმიდრიდან ბანაკის გარეთ გაიტანეთ თქვენი სახლიკაცები.
10:5მივიდნენ და კვართიანად გაიტანეს ისინი ბანაკის გარეთ, როგორც ბრძანა მოსემ.
10:6უთხრა მოსემ აარონს, და მის შვილებს - ელიაზარს და ითამარს: თავს ნუ გაიშიშვლებთ და ტანისამოსს ნუ შემოიგლეჯთ, რომ არ დაიხოცოთ. რომ რისხვა არ დაატყდეს მთელს საზოგადოებას. თქვენმა ძმებმა, მთელმა ისრაელის ხალხმა იტიროს დამწვარი, რაც დასწვა უფალმა.
პარალელური ადგილები: ლევიანი 10:4
- გამოსვლა 6:22ყუზიელის ძენი: მისაელი, ელცაფანი და სითრი.
- გამოსვლა 6:18კეჰათის ძენი: ყამრამი, ხებრონი და ყუზიელი. ხოლო კეჰათის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაცამეტი წელი.
- მოციქულთა საქმენი 5:6წამოდგნენ ჭაბუკები, შემოსეს იგი, წაიღეს და დამარხეს.
- მოციქულთა საქმენი 5:9უთხრა მას პეტრემ: ხომ არ შეითქვით, რომ უფლის სული გამოგეცადათ? აჰა, უკვე კარს მოადგნენ შენი ქმრის მესაფლავენი და შენც წაგასვენებენ.
- მოციქულთა საქმენი 5:10მაშინვე მის ფეხებთან დაეცა იგი და სული განუტევა. შემოვიდნენ ჭაბუკები და მკვდარი რომ ნახეს, წაიღეს და ქმრის გვერდით დამარხეს.
- რიცხვთა 3:19კაჰათიანთა - მათი საგვარეულოების მიხედვით: აბრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
- რიცხვთა 3:30კეჰათიანთა მამისსახლის თავკაცი იყო ელიცაფან ყუზიელის ძე.
- მოციქულთა საქმენი 8:2ღვთისმოშიშმა კაცებმა დაკრძალეს სტეფანე და გულმდუღარედ დაიტირეს იგი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 10
სრულად წაიკითხე: ლევიანი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში