
ლევიანი 10:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდნენ და კვართიანად გაიტანეს ისინი ბანაკის გარეთ, როგორც ბრძანა მოსემ.
ლევიანი 10:5 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 10:5 კონტექსტში
10:3უთხრა მოსემ აარონს: ეს არის, რასაც ამბობდა უფალი: ჩემს ახლობლებში განვიწმიდები და მთელი ერის წინაშე განვიდიდები. დადუმდა აარონი.
10:4მოუხმო მოსემ მიბაელს და ელცაფანს, აარონის ბიძის, ყუზიელის შვილებს, და უთხრა: მიდით და საწმიდრიდან ბანაკის გარეთ გაიტანეთ თქვენი სახლიკაცები.
10:5მივიდნენ და კვართიანად გაიტანეს ისინი ბანაკის გარეთ, როგორც ბრძანა მოსემ.
10:6უთხრა მოსემ აარონს, და მის შვილებს - ელიაზარს და ითამარს: თავს ნუ გაიშიშვლებთ და ტანისამოსს ნუ შემოიგლეჯთ, რომ არ დაიხოცოთ. რომ რისხვა არ დაატყდეს მთელს საზოგადოებას. თქვენმა ძმებმა, მთელმა ისრაელის ხალხმა იტიროს დამწვარი, რაც დასწვა უფალმა.
10:7ნუ მოსცილდებით სადღესასწაულო კარვის შესასვლელს, თორემ დაიხოცებით, რადგან საუფლო მირონია თქვენზე. მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ.
პარალელური ადგილები: ლევიანი 10:5
განაგრძე კითხვა: ლევიანი 10
სრულად წაიკითხე: ლევიანი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში