გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

რომაელთა მიმართ 6:12: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

11 interpreters აპლიკაციაში

რომაელთა მიმართ 6:12

მაშ, ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის ვნებებს.

რომაელთა მიმართ 6:12 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 17 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-4 კვირის შაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 6:12

11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. ირენე ლიონელი2 საუკუნე
  2. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “მოციქული არ ამბობს: ‘ნუ იცხოვრებს’ ან ‘ნუ იმოქმედებს ხორცი’, არამედ: ‘ნუ იმეფებს ცოდვა’, ვინაიდან ქრისტე მოვიდა არა ბუნების გასაუქმებლად, არამედ ნების გამოსასწორებლად.”

    მთელი განმარტება

    მოციქული არ ამბობს: “ნუ იცხოვრებს” ან “ნუ იმოქმედებს ხორცი”, არამედ: “ნუ იმეფებს ცოდვა”, ვინაიდან ქრისტე მოვიდა არა ბუნების გასაუქმებლად, არამედ ნების გამოსასწორებლად.

    ჩვენ მანკიერების ტყვეობაში საკუთარი ნებით ვრჩებით და არა ძალდატანებით. ამიტომაც მოციქული არ ამბობს: “ნუ იბატონებს”, რაც იძულებაზე მიუთითებდა, არამედ: “ნუ იმეფებს”. ზეციურ სასუფეველში მიმავალთ შეუფერებელია ცოდვის მეფედ ყოლა. ქრისტესთან ერთად გამეფების მსურველთ კი არ შეშვენით ცოდვის ტყვედ გახდომა. განა შეიძლება, ვინმემ თავიდან მოიხსნას დიადემა და ჭკუიდან შეშლილი, გლახაკი და ძაძებში გახვეული დედაკაცის მონა გახდეს?

    ცოდვის დამარცხება ადვილი როდია. მაგრამ, შეხედე, როგორ მიგვანიშნებს მოციქული სიმარტივესა და ამავდროულად, შრომაში გვანუგეშებს სიტყვებით: “თქვენს მოკვდავ სხეულში”. ამით გვახსენებს, რომ ჩვენი ღვაწლი დროებითია და მალე დასრულდება. ამასთან, გვახსენებს წარსულ ბოროტ საქმეებსა და სიკვდილის სათავეს, ვინაიდან სხეული ცოდვის გამო გახდა მოკვდავი. თუმცა, მოკვდავი სხეულითაც კი შესაძლებელია არ სცოდო.

    განა შეამჩნიე ქრისტეს მადლის მთელი სიმდიდრე? ადამი ჯერ კიდევ მოკვდავი სხეულის არმქონე დაეცა, შენ კი შეგიძლია გვირგვინი დაიდგა, როდესაც ხვედრად მოკვდავ სხეული გაქვს.

    როგორ იმეფებს ცოდვა? საკუთარი ძალით კი არა, შენი გულგრილობით. ამიტომ, თქვა რა “ნუ იმეფებს”, განმარტავს ამ მეფობის სახეს და დასძენს: “რათა მის გულისთქმებს დაემორჩილოთ”. სხეულს ყველაფერი დაუთმო, ძალაუფლებაც კი, პატივი კი არა, უკიდურესი მონობა და უდიდესი სირცხვილია. როდესაც სხეული აკეთებს იმას, რაც სურს, მაშინ ის მოკლებულია ყოველგვარ თავისუფლებას. ხოლო, როდესაც წინააღმდეგობას ხვდება, მაშინ უპირატესად ინარჩუნებს თავის ღირსებას.

  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. გენადი კონსტანტინოპოლელი5 საუკუნე
  7. კეზარი არლელი6 საუკუნე
  8. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  9. ტიხონ ზადონელი18 საუკუნე
  10. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  11. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 11

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

რომაელთა მიმართ 6:12 კონტექსტში

6:10რადგანაც, თუ მოკვდა, ცოდვისთვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რაკიღა ცოცხლობს, ღმერთისთვის ცოცხლობს.

6:11ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თავი ცოდვისთვის და ცოცხლებად - ღმრთისთვის ქრისტე იესოს მიერ.

6:12მაშ, ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის ვნებებს.

6:13ნუ მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის საჭურვლად, არამედ, როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს, ხოლო თქვენი ასოები საჭურვლად - ღმერთის სიმართლეს.

6:14ვეღარ გეუფლებათ ცოდვა, ვინაიდან რჯულის ქვეშ კი არა ხართ, არამედ მადლის ქვეშ.

პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 6:12

განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 6

სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში