
ლევიანი 13:55 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გასინჯავს მღვდელი მობანვის შემდეგ წყლულს და თუ წყლულს სახე არ უცვლია და წყლული არ გავრცელებულა, ქსოვილი გაუწმიდურებულია, ცეცხლშა დაწვი; ამოჭმულია მისი წაღმა პირი ან უკუღმა პირი.
ლევიანი 13:55 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 13:55 კონტექსტში
13:53თუ მღვდელი გასინჯავს და, აჰა, წყლული არ გადასულა ტანისამოსზე ან ქსელზე ან ტყავის საგანზე,
13:54მღვდელმა უნდა მოაბანინოს ის ადგილი, რაზეც წყლული იყო, და კიდევ შვიდი დღით ჩაკეტოს იგი.
13:55გასინჯავს მღვდელი მობანვის შემდეგ წყლულს და თუ წყლულს სახე არ უცვლია და წყლული არ გავრცელებულა, ქსოვილი გაუწმიდურებულია, ცეცხლშა დაწვი; ამოჭმულია მისი წაღმა პირი ან უკუღმა პირი.
13:56თუ დაინახავს მღვდელი, რომ წყლული მობანვის შემდეგ გაფერმკრთალდა, ტანისამოსს ან ტყავს ან ქსელს ან მისაქსელს უნდა მოაცილოს იგი.
13:57თუ კვლავ გამოჩნდა ტანისამოსზე ან ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავის რაიმე საგანზე, გაფურჩქნული წყლულია; ცეცხლში უნდა დაწვა ყველაფერი, რაზედაც გადავიდა წყლული.
პარალელური ადგილები: ლევიანი 13:55
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:9ხოლო ვის სულშიც ეს არ არის, თვალდავსილია ან ბეცი, რადგანაც დაივიწყა, რომ უკვე განწმენდილია თავისი უწინდელი ცოდვებისაგან.
- ეზექიელი 24:13გარყვნილებაა შენს უწმიდურებაში; რადგან გწმენდდი, მაგრამ არა ხარ გაწმედილი შენი უწმიდურობისგან აღარ განიწმიდები, ვიდრე არ დაგიცხრობ შენზე რისხვას.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:20რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:22სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა.
- ებრაელთა მიმართ 6:4რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას,
- ებრაელთა მიმართ 6:8ხოლო ნარ-ეკლის აღმომაცენებელი ურგებია და ლამის დაწყევლილი, - რომლის ბოლოც იქნება დაწვა.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 13
სრულად წაიკითხე: ლევიანი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში