
ლევიანი 15:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველა, ვინც კი დაწვება მასთან მისი წიდოვნებისას, გაუწმიდურდება; და ყველაფერი, რაზედაც დაჯდება, გაუწმიდურდება.
ლევიანი 15:20 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 15:20 კონტექსტში
15:18თუ ცოლ-ქმარნი დაწვნენ ერთად თესლის დენით, წყალში უნდა იბანონ და გაუწმიდურებულნი იქნებიან საღამომდე.
15:19თუ ქალს გამონადენი აქვს, სისხლი სდის სხეულიდან, შვიდ დღეს წიდოვნებაშია, ვინც კი შეეხება მას, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
15:20ყველა, ვინც კი დაწვება მასთან მისი წიდოვნებისას, გაუწმიდურდება; და ყველაფერი, რაზედაც დაჯდება, გაუწმიდურდება.
15:21ყველამ, ვინც კი მის საწოლს მიეკარება, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
15:22ყველამ, ვინც კი მიეკარება რაიმე საგანს, რომელზეც იგი იჯდა, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
პარალელური ადგილები: ლევიანი 15:20
- ლევიანი 15:4ყოველი საწოლი, სადაც წევს გამონადენიანი, გაუწმიდურებულია; ყოველი ნივთი, რაზეც ზის იგი, გაუწმიდურებულია.
- ლევიანი 15:9ყოველი ურემი, რომელზედაც გამონადენიანი იჯდა, უწმიდურია.
- იგავესნი 2:16რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოთესლისგან, მისი ლაქარდიანი ენისაგან,
- იგავესნი 2:19იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება, სიცოცხლის გზებს კვლავ ვეღარ დაადგება.
- იგავესნი 6:35არ პატიობს, არ აიღებს არავითარ გამოსასყიდს, არ ინდომებს, კიდეც რომ შესთავაზო უზომო ქრთამი.
- კორინთელთა მიმართ ა 15:33ნუ შეცდებით: უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს.
- ეკლესიასტე 7:26მივხვდი, სიკვდილზე მწარეა დიაცი, მახე და ბადეა მისი გული, ბორკილებია ხელები მისი; ღვთის სათნო გადაურჩება, ხოლო ცოდვილი მისგან დატყვევდება.
- იგავესნი 5:3რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 15
სრულად წაიკითხე: ლევიანი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში