
ლევიანი 15:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ვინმეს თესლის დენა ექნა, წყალში უნდა დაიბანოს მთელი სხეული და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
ლევიანი 15:16 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 15:16 კონტექსტში
15:14მეშვიდე დღეს აიყვანს ორ გვრიტს ან ორ მტრედის ხუნდს, მივა უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და მღვდელს მისცემს მათ.
15:15ერთ მათგანს მღვდელი ცოდვის გამოსასყიდად შესწირავს, მეორეს - აღსავლენად და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე მის გამონადენს.
15:16თუ ვინმეს თესლის დენა ექნა, წყალში უნდა დაიბანოს მთელი სხეული და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
15:17ყოველი სამოსელი, სხეულის ყოველი ნაწილი, რაზეც თესლი დაიღვარა, წყალში უნდა განიბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
15:18თუ ცოლ-ქმარნი დაწვნენ ერთად თესლის დენით, წყალში უნდა იბანონ და გაუწმიდურებულნი იქნებიან საღამომდე.
პარალელური ადგილები: ლევიანი 15:16
- ლევიანი 22:4კეთროვანი ან გამონადენიანი აარონის შთამომავალთაგან ვერ შეჭამს საწმიდარებს, ვიდრე არ გაწმიდავდება. ის, ვინც მიეკარება რაიმეს, მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც თესლის დენა აქვს,
- მეორე სთვლისაება 23:10თუ ვინმე იქნა შენში ღამის შემთხვევის შემდეგ განუწმედელი, გავიდეს ბანაკის გარეთ, არ შევიდეს ბანაკის შიგნით.
- მეორე სთვლისაება 23:11საღამოს პირზე წყლით განიბანოს და მზის ჩასვლისას შევიდეს ბანაკში.
- ლევიანი 15:5ვინც შეეხება მის საწოლს, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში განიბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.
- იოანეს ეპისტოლე ა 1:7ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:11საყვარელნო, გევედრებით როგორც მწირთა და მსხემთ, თავი შეიკავეთ ხორციელ გულისთქმათაგან, რომელნიც აღიძვრიან სულის წინააღმდეგ.
- კორინთელთა მიმართ ბ 7:1ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 15
სრულად წაიკითხე: ლევიანი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში