
ლევიანი 19:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უსამართლობას ნუ ჩაიდენ სასამართლოში, ზედმეტად ნუ მოუფონებ საწყალს და ზედმეტ პატივს ნუ მიაგებ დედაკაცს. სიმართლით განიკითხე შენი ახლობელი.
ლევიანი 19:15 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 19:15 კონტექსტში
19:13ნუ შეავიწროებ შენს თვისტომს, და ნუ გაძარცვავ; ნუ დაიტოვებ დილამდე ქირის კაცის გასამრჯელოს.
19:14ნუ გაქურდავ ყრუს და ნუ დაუდებ ბრმას წინ საბრკომს. გეშინოდეს შენი ღვთისა. მე ვარ უფალი!
19:15უსამართლობას ნუ ჩაიდენ სასამართლოში, ზედმეტად ნუ მოუფონებ საწყალს და ზედმეტ პატივს ნუ მიაგებ დედაკაცს. სიმართლით განიკითხე შენი ახლობელი.
19:16ცილისწამებას ნუ დაიწყებ შენს ხალხში, ნუ აღდგები შენი თვისტომის სისხლის დასაღვრელად. მე ვარ უფალი!
19:17მტრობა ნუ გექნება გულში შენი მოძმისადმი; ამხილე შენი ახლობელი და ცოდვა არ იქნება შენზე.
პარალელური ადგილები: ლევიანი 19:15
- მეორე სთვლისაება 1:17მიკერძოებული ნუ იქნები სასამართღაოზე, ერთნაირად მოუსმინეთ მცირეს და დიდს, ნუ შეგეშინდებათ კაცისა, რადგან საღვთო საქმეა სამართალი. თუ საქმე გეძნელათ, მე მომახსენეთ და მოვისმენ.
- იგავესნი 24:23ესეც ბრძენკაცთა ნათქვამია: სამსჯავროზე მიკერძოება კარგი არ არისო.
- მეორე სთვლისაება 27:19წყეულიმც იყოს მდგმურისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
- გამოსვლა 23:6ღარიბი კაცის სამართალს ნუ გაამრუდებ.
- გამოსვლა 23:8ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულს და ასხვაფერებს მართალთა საქმეებს.
- გამოსვლა 23:2უმრავლესობას ნუ აჰყვები ბოროტ საქმეში, ნუ გადაიხრები უმრავლესობისაკენ და ნუ გაამრუდებ სამარალს.
- გამოსვლა 23:3შეღავათს ნუ გაუწევ გაჭირვებულს მის სადავო საქმეში.
- ლევიანი 19:35ნუ იცრუებთ ნურც სასამართლოზე, ნურც ზომა-წონაში და ნურც საწყაოში.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 19
სრულად წაიკითხე: ლევიანი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში