
ლევიანი 2:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ მაყალიდან არის შენი საძღვნო შესაწირავი, ზეთიანი გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს მომზადებული.
ლევიანი 2:7 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 2:7 კონტექსტში
2:5თუ შენი შესაწირავი ტაფაზეა გამომცხვარი, ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილიდან, უსაფუარო უნდა იყოს.
2:6დააქუცმაცე იგი და ზეთი მოასხი ზედ. ეს არის საძღვნო შესაწირავი.
2:7თუ მაყალიდან არის შენი საძღვნო შესაწირავი, ზეთიანი გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს მომზადებული.
2:8და მიართვა ამგვარად მომზადებული საძღვნო უფალს. მიუტანე მღვდელს და ის შესწირავს მას სამსხვერპლოზე.
2:9აღმართოს მღვდელმა საძღვნო სამახსოვროდ და სამსხვერპლოზე დაწვას. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
პარალელური ადგილები: ლევიანი 2:7
- ლევიანი 7:9ყოველი საძღვნო შესაწირავი, რომელიც ცხვება თონეში და ყველაფერი, რაც მაყალზე ან ტაფაზე მზადდება, ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს მას.
- ლევიანი 2:1ვისაც სურს შესაწირავი შესწიროს ძღვნად უფალს, გამტკიცული ფქვილი იყოს მისი შესაწირავი; ზეთი დაასხას ზედ და საკმეველი დადოს.
- ლევიანი 2:2მიუტანოს აარონიან მღვდლებს; ერთ-ერთმა მღვდელმა სავსე მუჭით აიღოს ზეთიანი ფქვილი საკმეველთან ერთად და დაწვას სამსხვერპლოზე სამახსოვროდ. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 2
სრულად წაიკითხე: ლევიანი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში