
ლევიანი 7:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყოველი საძღვნო შესაწირავი, რომელიც ცხვება თონეში და ყველაფერი, რაც მაყალზე ან ტაფაზე მზადდება, ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს მას.
ლევიანი 7:9 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 7:9 კონტექსტში
7:7ერთი წესი აქვს ცოდვის გამოსასყიდს და დანაშაულის გამოსასყიდს: იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც მისი მეოხებით გამოითხოვს შენდობას.
7:8აღსავლენის ტყავი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს აღსავლენს.
7:9ყოველი საძღვნო შესაწირავი, რომელიც ცხვება თონეში და ყველაფერი, რაც მაყალზე ან ტაფაზე მზადდება, ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს მას.
7:10ყოველი საძღვნო შესაწირავი, ზეთში აზელილი თუ მშრალი ყველას ეკუთვნის აარონიანთაგან, როგორც ერთს, ისე მეორეს.
7:11ეს არის წესი სამადლობელი მსხვერპლისა, რომელსაც სწირავს კაცი უფალს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 7:9
- ლევიანი 2:3რაც ამ შესაწირავს მორჩება, აარონსა და მის შვილებს ეკუთვნის; ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
- ლევიანი 2:7თუ მაყალიდან არის შენი საძღვნო შესაწირავი, ზეთიანი გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს მომზადებული.
- ლევიანი 2:10რაც საძღვნოს გადარჩება, აარონს და მის შვილებს ეკუთვნის. ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
- გალატელთა მიმართ 6:6სიტყვით დამოძღვრილი ყოველივე კეთილს უზიარებდეს თავის დამმოძღვრავს.
- რიცხვთა 18:9აი, რა გეკუთვნის წმიდათა წმიდადან, საცეცხლო მსხვერპლიდან: ყოველი მათი შესაწირავი და ყოველი მათი ძღვენი, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი ყოველი მსხვერპლი, რასაც მე მიხდიან, წმიდათა წმიდაა შენთვის და შენი შვილებისათვის.
- ეზექიელი 44:29ძღვენი, ცოდვის გამოსასყიდი და დანაშაულის გამოსასყიდი მათ უნდა შეჭამონ და ყოველი დარისხებული ისრაელში მათ ეკუთვნით.
- კორინთელთა მიმართ ა 9:7ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს?
- კორინთელთა მიმართ ა 9:13ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს?
განაგრძე კითხვა: ლევიანი 7
სრულად წაიკითხე: ლევიანი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში