
ლევიანი 22:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩავა მზე და ისიც გაწმიდავდება. მაშინ შეუძლია შეჭამოს საწმიდარი, რადგან ეს მისი პურია.
ლევიანი 22:7 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 22:7 კონტექსტში
22:5ან ვინც მიეკარება რომელიმე ქვეწარმავალს, რომლისგანაც უწმიდურდება, ან კაცს, რომელიც გააუწმიდურებს მას რაიმე უწმიდურობით, -
22:6კაცი, რომელიც ყოველივე ამას მიეკარება, საღამომდე გაუწმიდურებულია და საწმიდარს ვერ შეჭამს, თუ ტანი წელით არ დაიბანა.
22:7ჩავა მზე და ისიც გაწმიდავდება. მაშინ შეუძლია შეჭამოს საწმიდარი, რადგან ეს მისი პურია.
22:8ლეში და ნამხეცავი არ უნდა ჭამოს, რომ არ გაუწმიდურდეს. მე ვარ უფალი.
22:9ახსოვდეთ ჩემი გაფრთხილებები, რომ ცოდვა არ დაიდონ და ცოდვიანები არ დაიხოცონ, როცა შეურაცხყოფენ მას. მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 22:7
- ლევიანი 21:22თავისი ღვთის პური წმიდათა წმიდიდან და წმიდიდან შეუძლია ჭამოს.
- მეორე სთვლისაება 18:3ეს იყოს დაწესებული მღვდლებისათვის ხალხისაგან, იმათგან, ვინც კლავს საკლავს - ხარს ან ცხვარს: მისცენ მღვდელს ბეჭი, ყბა და კუჭი,
- მეორე სთვლისაება 18:4პირველმოწეული ხორბალი, ღვინო და ზეთი. ცხვრის პირველგანაპარსი მას მიეცი.
- კორინთელთა მიმართ ა 9:13ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს?
- კორინთელთა მიმართ ა 9:14ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ.
- კორინთელთა მიმართ ა 9:4იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა?
- რიცხვთა 18:11აი, რა გეკუთვნის მათი ღალის ძღვენიდან: ისრაელიანთა მთელი შემოწირულობა შენთვის და შენი შვილებისთვის მომიცია სამარადისო წესით. ყოველმა გაწმიდავებულმა შენს სახლში ჭამოს იგი.
- რიცხვთა 18:19მთელი წმიდა ღალა, რომელსაც ისრაელიანები უხდიან უფალს, შენთვის, შენი ვაჟებისა და ქალიშვილებისთვის მომიცია, სამარადისო წესით. ეს არის სამარადისო აღთქმა მარილისა უფლის წინაშე შენთვისა და შენი შთამომავლობისათვის.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 22
სრულად წაიკითხე: ლევიანი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში