
ლევიანი 25:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მთელ თქვენს სამკვიდრებელ მიწაზე მიეცით მიწის გამოსყიდვის ნება.
ლევიანი 25:24 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 25:24 კონტექსტში
25:22დათესავთ მერვე წელს, მაგრამ მეცხრე წლამდე ძველ მოსავალს შეჭამთ, ძველი უნდა ჭამოთ, ვიდრე მისი მოსავალი შემოვიდოდეს.
25:23მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან.
25:24მთელ თქვენს სამკვიდრებელ მიწაზე მიეცით მიწის გამოსყიდვის ნება.
25:25თუ შენი მოძმე გაღარიბდება და თავის სამკვიდრებელს გაჰყიდის, მივიდეს მისი ახლო ნათესავი და გამოისყიდოს თავისი მოძმის გაყიდული.
25:26თუ კაცს გამომსყიდველი არა ჰყავს და თავად ხელი მიუწვდება და იშოვის გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა,
პარალელური ადგილები: ლევიანი 25:24
- ეფესელთა მიმართ 1:14რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად.
- კორინთელთა მიმართ ა 1:30მისგან ხართ ქრისტე იესოში, რომელიც იქცა ჩვენთვის ღვთისმიერ სიბრძნედ, სიმართლედ, განწმენდად და გამოსყიდვად.
- რომაელთა მიმართ 8:23და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში.
- ეფესელთა მიმართ 4:30ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის.
- ლევიანი 25:31ხოლო სახლები სოფლებისა, რომელთაც ირგვლივ გალავანი არა აქვთ, მიწის ნაკვეთად ითვლება. მათი გამოსყიდვა შეიძლება და ზეიმის წელს ჩამოერთმევა.
- ლევიანი 25:51თუ კიდევ ბევრი წელია დარჩენილი, ამის კვალობაზე დაუბრუნებს გამოსახსნელს მიყიდვის დროს აღებული ვერცხლიდან.
- ლევიანი 25:53ქირისკაცად უნდა დარჩეს მასთან ამ წლების განმავლობაში. არ უნდა იბატონოს მასზე ძალმომრეობით შენს თვალწინ.
- ეფესელთა მიმართ 1:7ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,
განაგრძე კითხვა: ლევიანი 25
სრულად წაიკითხე: ლევიანი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში