
ლევიანი 27:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ მის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურს მეხუთედი დაუმატოს.
ლევიანი 27:13 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 27:13 კონტექსტში
27:11თუ პირუტყვი უსურმაგია, რომელიც მსხვერპლად არ შეიწირვის უფლისათვის, წარუდგინონ პირუტყვი მღვდელს,
27:12შეაფასოს მღვდელმა მისი ავ-კარგი; როგორც მღვდელი შეაფასებს, ისე იყოს.
27:13თუ მის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურს მეხუთედი დაუმატოს.
27:14თუ ვისმე სახლის შეწირვა უნდა უფლის საწმიდარად, მღვდელმა შეაფასოს მისი ავ-კარგი; როგორც მღვდელი შეაფასებს მას, ისე ეღირება.
27:15თუ სახლის შემწირველი თავისი სახლის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურის მეხუთედი დაუმატოს და მისი იქნება.
პარალელური ადგილები: ლევიანი 27:13
- ლევიანი 27:15თუ სახლის შემწირველი თავისი სახლის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურის მეხუთედი დაუმატოს და მისი იქნება.
- ლევიანი 27:19თუ ყანის გამოსყიდვას მოინდომებს მისი შემწირველი, საფასურის მეხუთედი ვერცხლი დაუმატოს და დაუბრუნდება.
- ლევიანი 22:14ვინც შეცდომით შეჭამს საწმიდარს, მისი მეხუთედი უნდა დაუმატოს და მღვდელს მისცეს საწმიდარი.
- ლევიანი 5:16რა სიწმიდესაც შესცოდა, უნდა ზღოს და მისი მეხუთედიც დაუმატოს, მისცეს მღვდელს და მღვდელი გამოითხოვს მისთვის შენდობას გამოსასყიდი ვერძით და მიეტევება მას.
- ლევიანი 27:10არ უნდა შეცვალოს, არ იქნება მისი შენაცვლება - კარგისა ცუდით ან ცუდისა კარგით; თუ ვინმე შეცვლის პირუტყვს პირუტყვით, ესეც და მისი სანაცვლოც წმიდა უნდა იყოს.
- ლევიანი 6:4და როცა შესცოდავს და ბრალი დაედება, უნდა დააბრუნოს წართმეული, რაც წაართვა ან გამოტყუებული, რაც გამოსტყუა, ან მიბარებული, რაც მიიბარა, ან დაკარგული, რაც იპოვნა,
- ლევიანი 6:5ან რაზეც ცრუდ დაიფიცა, სრულად უნდა ზღოს ყველაფერი და მისი მეხუთედიც დაუმატოს. უნდა დაუბრუნოს პატრონს ბრალდების დღესვე.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 27
სრულად წაიკითხე: ლევიანი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში