
ლევიანი 27:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ვისმე სახლის შეწირვა უნდა უფლის საწმიდარად, მღვდელმა შეაფასოს მისი ავ-კარგი; როგორც მღვდელი შეაფასებს მას, ისე ეღირება.
ლევიანი 27:14 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 27:14 კონტექსტში
27:12შეაფასოს მღვდელმა მისი ავ-კარგი; როგორც მღვდელი შეაფასებს, ისე იყოს.
27:13თუ მის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურს მეხუთედი დაუმატოს.
27:14თუ ვისმე სახლის შეწირვა უნდა უფლის საწმიდარად, მღვდელმა შეაფასოს მისი ავ-კარგი; როგორც მღვდელი შეაფასებს მას, ისე ეღირება.
27:15თუ სახლის შემწირველი თავისი სახლის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურის მეხუთედი დაუმატოს და მისი იქნება.
27:16თუ თავის საკუთარ ყანას სწირავს უფალს, საფასური ნათესის კვალობაზე უნდა განისაზღვროს; ერთ ხომერ ნათეს ქერზე ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 27:14
- ფსალმუნები 101:2ვიფიქრებ გზაზე უბიწოთა: როდის მოხვალ ჩემთან? ვივლი ჩემი გულის უბიწოებით ჩემს სახლში.
- ფსალმუნები 101:7ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქნელი; ტყუილების მოლაპარაკე ვერ დაეფუძნება ჩემს თვალწინ.
- ლევიანი 27:21როცა ყანა გასულია ზეიმის წელს, ის უფლის წმიდაა, როგორც დარისხებული ყანა; მღვდლის საკუთრება უნდა იყოს.
- ლევიანი 25:29თუ კაცი გალავნიან ქალაქში საცხოვრებელ სახლს გაყიდის, გაყიდვიდან ერთი წლის გასვლამდე შეეძლება გაყიდულის გამოსყიდვა. ერთი წლის განმავლობაში გამოსყიდვის ნება აქვს.
- ლევიანი 25:31ხოლო სახლები სოფლებისა, რომელთაც ირგვლივ გალავანი არა აქვთ, მიწის ნაკვეთად ითვლება. მათი გამოსყიდვა შეიძლება და ზეიმის წელს ჩამოერთმევა.
- რიცხვთა 18:14ყოველი დარისხებული ისრაელში შენ გეკუთვნის.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 27
სრულად წაიკითხე: ლევიანი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში