
ლევიანი 3:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ცხვარს სწირავს შესაწირავად, შესწიროს იგი უფლის წინაშე.
ლევიანი 3:7 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 3:7 კონტექსტში
3:5დაწვან იგი აარონიანებმა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად, რომელიც შეშის ზემოთ დევს, ცეცხლზე, ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
3:6თუ ფარიდან იქნება მისი შესაწირავი სამადლობელ მსხვერპლად უფლისათვის, მამალი ან დედალი, საღი მიიყვანოს.
3:7თუ ცხვარს სწირავს შესაწირავად, შესწიროს იგი უფლის წინაშე.
3:8დაადოს ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, და მოასხურონ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლი აარონიანებმა.
3:9შესწიროს სამადლობელი მსხვერპლიდან უფალს საცეცხლო მსხვერპლად: მისი ქონი, და მთელი დუმა, თეძოსთავამდე მოაცილოს იგი; ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია, მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა.
პარალელური ადგილები: ლევიანი 3:7
- ეფესელთა მიმართ 5:2და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს.
- ლევიანი 17:8უთხარი მათ: თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შესწირავს აღსავლენს ან საკლავს.
- ლევიანი 17:9და სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არ მიიტანს უფლისათვის გასამზადებლად, ეს კაცი უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
- ლევიანი 3:1თუ მსხვერპლი სამადლობელი შესაწირავია, ხარს შესწირავს თუ ფურს, საღი შესწიროს უფლის წინაშე.
- ეფესელთა მიმართ 5:12ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა.
- ებრაელთა მიმართ 9:14განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?
განაგრძე კითხვა: ლევიანი 3
სრულად წაიკითხე: ლევიანი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში