
ლევიანი 6:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ტაფაზე ზეთში უნდა მომზადდეს; მოზელილი უნდა მოიტანო, ნამცხვრის წილობებად უნდა შესწიროს უფალს კეთილსურნელებად.
ლევიანი 6:21 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 6:21 კონტექსტში
6:19ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
6:20ეს არის აარონის და მისი შვილების შესაწირავი, რომელიც უნდა შესწირონ უფალს მათი ცხების დღეს: მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი საძღვნო მუდმივ შესაწირავად, ნახევარი დილისთვის, ნახევარი საღამოსთვის.
6:21ტაფაზე ზეთში უნდა მომზადდეს; მოზელილი უნდა მოიტანო, ნამცხვრის წილობებად უნდა შესწიროს უფალს კეთილსურნელებად.
6:22მღვდელმა, ცხებულმა აარონის ადგილზე მის შვილთაგან შეასრულოს ეს - სამარადისო წესი უფლისთვის. მთლიანად უნდა დაიწვას.
6:23მღვდლისგან შეწირული საძღვნო მთლიანად უნდა დაიწვას, არ უნდა შეიჭამოს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 6:21
- ლევიანი 2:5თუ შენი შესაწირავი ტაფაზეა გამომცხვარი, ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილიდან, უსაფუარო უნდა იყოს.
- ლევიანი 7:9ყოველი საძღვნო შესაწირავი, რომელიც ცხვება თონეში და ყველაფერი, რაც მაყალზე ან ტაფაზე მზადდება, ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს მას.
- ნეშტთა შორისა ა 9:31მათითიას, ლევიანთაგან ერთ-ერთს, შალუმ კორახელის პირმშოს ტაფებზე მომზადება მიენდო.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 6
სრულად წაიკითხე: ლევიანი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში