
ლევიანი 6:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მღვდელმა, ცხებულმა აარონის ადგილზე მის შვილთაგან შეასრულოს ეს - სამარადისო წესი უფლისთვის. მთლიანად უნდა დაიწვას.
ლევიანი 6:22 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 6:22 კონტექსტში
6:20ეს არის აარონის და მისი შვილების შესაწირავი, რომელიც უნდა შესწირონ უფალს მათი ცხების დღეს: მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი საძღვნო მუდმივ შესაწირავად, ნახევარი დილისთვის, ნახევარი საღამოსთვის.
6:21ტაფაზე ზეთში უნდა მომზადდეს; მოზელილი უნდა მოიტანო, ნამცხვრის წილობებად უნდა შესწიროს უფალს კეთილსურნელებად.
6:22მღვდელმა, ცხებულმა აარონის ადგილზე მის შვილთაგან შეასრულოს ეს - სამარადისო წესი უფლისთვის. მთლიანად უნდა დაიწვას.
6:23მღვდლისგან შეწირული საძღვნო მთლიანად უნდა დაიწვას, არ უნდა შეიჭამოს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 6:22
- ლევიანი 4:3თუ ცხებულმა მღვდელმა შესცოდა და ხალხიც დანაშაულში გარია, შესწიროს უფალს ცოდვის გამოსასყიდელ მსხვერპლად საღი ხბო.
- ესაია 53:10უფალმა ინება მისი ტანჯვა და სნება შეჰყარა. როცა გასწირავ მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს იგი თავის ნაგრამს, გაუხანგრძლივდება დღეები, უფლის ნება მისი ხელით წარიმართება.
- ებრაელთა მიმართ 7:23ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის, რამდენნი იყვნენ ის მღვდლები, რადგან სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას,
- გამოსვლა 29:22აართვი ჭედილას ქონი, დუმა და ქონი შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი, ქონიანად, მარჯვენა ბეჭი (რადგან ეს არის ხელავსების ჭედილა).
- გამოსვლა 29:25ხელიდან გამოართვი ეს ყველაფერი და აკმიე სამსხვერპლოზე აღსავლენ მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლის წინაშე; საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისათვის.
- ლევიანი 8:21შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხა მოსემ და დაწვა მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს არის აღსავლენი კეთილსურნელებად; ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისთვის.
- მეორე სთვლისაება 10:6ისრაელიანები კი გაემგზავრნენ იაყაკანიანთა ბეეროთიდან მოსერისკენ, იქ მოკვდა აარონი და იქვე დაიმარხა. მის ნაცვლად მისი ძე ელეაზარი გახდა მღვდელი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 6
სრულად წაიკითხე: ლევიანი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში