
ლევიანი 6:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ლევიანი 6:24 კონტექსტში
6:22მღვდელმა, ცხებულმა აარონის ადგილზე მის შვილთაგან შეასრულოს ეს - სამარადისო წესი უფლისთვის. მთლიანად უნდა დაიწვას.
6:23მღვდლისგან შეწირული საძღვნო მთლიანად უნდა დაიწვას, არ უნდა შეიჭამოს.
6:24ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
6:25უთხარი აარონს და მის შვილებს: აჰა, ეს არის ცოდვის გამოსასყიდის წესი: იმ ადგილას, სადაც აღსავლენი იკვლება, უნდა დაიკლას უფლის წინაშე ცოდვის გამოსასყიდი. ეს წმიდათა წმიდაა.
6:26მღვდელმა, რომელიც სწირავს ცოდვის გამოსასყიდს, უნდა შეჭამოს იგი; წმიდა ადგილას უნდა შეიჭამოს, სადღესასწაულო კარვის ეზოში.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 6
სრულად წაიკითხე: ლევიანი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში