
ლევიანი 8:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისე მოიქცა მოსე, როგორც უფალმა უბრძანა. შეჰყარა მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
ლევიანი 8:4 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 8:4 კონტექსტში
8:2წაიყვანე აარონი და მისი შვილები, აიღე შესამოსელი, მირონი, ცოდვის გამოსასყიდი ხბო, ორი ვერძი და ერთი კალათა ხმიადი,
8:3და შეჰყარე მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
8:4ისე მოიქცა მოსე, როგორც უფალმა უბრძანა. შეჰყარა მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
8:5უთხრა მოსემ საზოგადოებას: აი, რას გვიბრძანებს უფალი გასაკეთებლად.
8:6მიიყვანა მოსემ აარონი და მისი შვილები და წყლით დაბანა ისინი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 8:4
- გამოსვლა 39:21გადააბეს სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ლურჯი ძაფით, რომ ყოფილიყო ეფოდის სარტყელს ზემოთ და არ ასცდენოდა სამკერდული ეფოდს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
- გამოსვლა 39:5მასზე შემოსარტყმელი ზონარი იმავე მასალისა და მსგავსი ნახელავი, ოქროსგან, ლურჯი, ძოწისფერა და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან და გრეხილი სულისგან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
- გამოსვლა 39:26ეჟვანი და ბროწეული, ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთებზე ირგვლივ, მსახურებისთვის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
- გამოსვლა 39:1ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან შეკერეს საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის; წმიდა შესამოსელი შეუკერეს აარონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
- გამოსვლა 39:42როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა.
- გამოსვლა 39:43ნახა მოსემ მთელი ნამუშევარი და აჰა, გაუკეთებიათ ყველაფერი. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, ისე გაუკეთებიათ. და დალოცა ისინი მოსემ.
- ლევიანი 8:13მიიყვანა მოსემ აარონიანები და შემოსა ისინი კვართით, შემოარტყა სარტყელი და მოახვია თავსაბურავი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- მეორე სთვლისაება 12:32ეცადეთ, ყველაფერი შეასრულოთ, რასაც გიცხადებთ: ნურაფერს დაუმატებთ და ნურც მოაკლებთ.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 8
სრულად წაიკითხე: ლევიანი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში