
ლევიანი 8:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიიყვანა მოსემ აარონი და მისი შვილები და წყლით დაბანა ისინი.
ლევიანი 8:6 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 8:6 კონტექსტში
8:4ისე მოიქცა მოსე, როგორც უფალმა უბრძანა. შეჰყარა მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
8:5უთხრა მოსემ საზოგადოებას: აი, რას გვიბრძანებს უფალი გასაკეთებლად.
8:6მიიყვანა მოსემ აარონი და მისი შვილები და წყლით დაბანა ისინი.
8:7კვართი ჩააცვა, სარტყელი შემოარტყა, მოსასხამი მოასხა, ეფოდი ჩამოაცვა, შემოარტყა ეფოდის სარტყელი და დაუმაგრა ეფოდი.
8:8გაუკეთა გულისპირი და გულისპირზე ურიმი და თუმიმი მიუმაგრა.
პარალელური ადგილები: ლევიანი 8:6
- კორინთელთა მიმართ ა 6:11ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.
- გამოსვლა 29:4მიიყვანე აარონი და მისი შვილები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და წყლით განბანე.
- ეფესელთა მიმართ 5:26რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,
- გამოსვლა 30:19ამ საბანელში განიბანონ აარონმა და მისმა შვილებმა ხელები და ფეხები.
- ფსალმუნები 26:6ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.
- ეზექიელი 36:25გასხურებთ განმწმედელ წყალს და გაგწმედთ ყოველი უწმიდურებისგან და ყოველი თქვენი კერპისგან გაგწმედთ თქვენ.
- ესაია 1:16განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა.
- გამოსვლა 40:12მიიყვანე აარონი და მისი შვილები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და წყლით განბანე.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 8
სრულად წაიკითხე: ლევიანი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში