
ფსალმუნი 26:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.
ფსალმუნი 26:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 26:6 კონტექსტში
26:4არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ.
26:5შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.
26:6ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.
26:7რომ ვიღაღადო მადლობის ხმით და ყველა შენი საოცრება ვილაპარაკო.
26:8უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და. ადგილი - კარავი შენი დიდებისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 26:6
- ფსალმუნები 73:13ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე ხელები.
- გამოსვლა 30:19ამ საბანელში განიბანონ აარონმა და მისმა შვილებმა ხელები და ფეხები.
- გამოსვლა 30:20წყლით განიბანონ სადღესასწაულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცონ. ან მაშინ, როცა სამსხვერპლოსთან მივლენ სამსახურის აღსასრულებლად, უფლისადმი საცეცხლო მსხვერპლის საკმევად.
- ესაია 1:16განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა.
- ესაია 1:18მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება.
- მათეს სახარება 5:23ხოლო თუ მიგაქვს შესაწირავი საკურთხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის,
- მათეს სახარება 5:24დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირავი.
- ფსალმუნები 43:4და მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან და გადიდებ შენ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 26
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში