გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 11:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 11:27

ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.

ლუკას სახარება 11:27 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 25 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 26 კვირის ოთხშაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 11:27 კონტექსტში

11:25და როცა მივა, ჰპოვებს მას დაგვილსა და დამშვენებულს.

11:26მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევლენ და დაემკვიდრებიან იქ; და ამ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.

11:27ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.

11:28ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.

11:29როცა დიდძალი ხალხი შეგროვდა, დაიწყო ლაპარაკი: უკეთურია ეს მოდგმა და სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა, გარდა იონას სასწაულისა.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 11:27

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 11

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში