
ლუკას სახარება 1:54 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეეწია ისრაელს, მონას თვისას, და გაიხსენა წყალობა.
ლუკას სახარება 1:54 · საქართველოს საპატრიარქო
ლუკას სახარება 1:54 კონტექსტში
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 1:54
- ფსალმუნები 98:3გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა.
- მიქა 7:20დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს - სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამა-პაპას შეჰფიცე ძველთაგანვე. ნაუმი
- ესაია 44:21გაიხსენე ეს, იაკობ და ისრაელ, რადგან ჩემი მორჩილი ხარ! ჩემი გამოსახული ხარ, ჩემი მორჩილი ხარ, ისრაელ, არ დამავიწყდები.
- ესაია 49:14თქვა სიონმა: მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყაო.
- ესაია 49:16აჰა, ხელისგულებზე მყავხარ გამოსახული, შენი კედლები მუდამ ჩემს წინაა.
- ესაია 46:3მისმინე, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის მთელო ნარჩომო, ჩემო აყვანილო მუცლიდანვე, საშოდანვე ჩემო ნატარებო:
- ესაია 46:4შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ.
- იერემია 31:20განა ჩემი ძვირფასი შვილი არ არის ეფრემი? ჩემი ნებიერი ბავშვი არ არის? რამდენჯერ ვახსენებ, იმდენჯერ თვალწინ მიდგას. ამიტომაგ შიგანი მეწვის მის გამო, უნდა შევიბრალო, ამბობს უფალი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 1
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში